კლინიკაში ავადმყოფთა სიმრავლის გამო საწოლი ადგილები აღარ არის. ასევე, უკვე რთულია მძიმე ავადმყოფების რეანიმაციაში მოთავსება. თუმცა, ამის საპირისპიროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საერთი მიმართვიანობა დაბალია დადაავადებულთა რაოდენობა შემცირდა. მათივე ცნობით, ღუდუშაურში გრიპის ვირუსით მხოლოდ 1 ადამიანი წევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 23 თებერვლისათვის სულ დადასტურებულია H1N1 ის 709 შემთხვევა. სამი კვირის წინ გრიპის კი ვირუსის 292 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული. ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით, “ღორისგრიპით” 25 ადამიანია გარდაცვლილი.
რაც შეეხება უსაფრხთოების ზომებს, განსაკუთრებით მაღალირისკის ჯგუფის მქონე ადამინებს, ურჩევენ რომ ფრთხილად იყვნენ. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები; ჩვილები და ბავშვები რომელთა ასაკი 2 წელს არ აღემატება; ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული დაავადება (მათ შორისასთმა ან ფილტვის, გულის, თირკმლის დაავადება, დიაბეტი ან ზოგიერთი ნევროლოგიური მდგომარეობა); სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.
H1N1 გრიპის “ა” ტიპის ვირუსის ერთ - ერთი ქვეტიპია, რომელიც პირველად 2009 წლის აპრილში აშშ-ში დაფიქსირდა. ის ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მსგავსად გადადის, დამახასიათებელი სიმპტომები კი ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინებაა.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის პიკმა გადაიარა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი პაცეინტების სიმრავლის გამო გადატვირთულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა მეტრეველმა აცნობა, პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, სეზონური ვირუსების გამო ჯანრმთელობის მდგომარეობა გართულებული აქვთ და მათი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი ხდება.
“ჩვენს კლინიკაში ავადმყოფთა სიმრავლის გამო საწოლი ადგილები აღარ არის. ასევე, უკვე რთულია მძიმე ავადმყოფების რეანიმაციაში მოთავსება. საერთოდ, თბილისის კლინიკების რეანიმაციებში ცოტა საწოლებია, რაც პაციენტების მიღებას ართულებს”, - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.
”საავადმყოფოში ადგილები არის, კარანტინი მოხსნილია, დაახლოებით 30-40 პაციენტი აკითხავს დღეში კლინიკას, ზოგჯერ შეიძლება ცოტა მეტიცაა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლებია”, - ამბობს იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა ჩეჩელაშვილი.
”ამ ეტაპზე არ შეინიშნება პაციენტების არც - კლება და არც - მატება, ყველაფერი სტაბილურადაა და დაახლოებით იმ რაოდენობის ადამიანი მოდის, რამდენიც ბოლო ერთი თვეა”, - ამბობს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელი ნატო ხურციძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ავალიანი ორი კვირის წინ ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობდა, რომ პიკის პერიოდი იყო, თუმცა, უკვე შემთხვევათა რიცხვი კლებისკენ მიდიოდა.
ამჟამად კი ავალიანი ამბობს, რომ ცენტრს აქვს საყრდენი ბაზები, საიდანაც შემოსული ინფორმაციის მიხედვით, საერთო მიმართვიანობა დაბალია და დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა. პრობლემა არის ის, რომ მძიმე შემთხვევებისა და გართულებების მქონე ავადმყოფები დაგვიანებით აკითხავენ სამკურნალო დაწესებულებებს.
”მძიმე შემთხვევები ძირითადად ღუდუშაურშია, მაგრამ სტატისტიკურად რაოდენობა შემცირებულია. გრიპის პიკი უკვე გადავლილია, თუმცა, იმის გამო, რომ სეზონია, დაავადებულთა გარკვეული რაოდენობა რჩება”, - ამბობს ავალიანი და იქვე დასძენს, რომ ღუდუშაურში ამჟამად გრიპის ვირუსით ერთი ადამიანი იმყოფება და საავადმყოფოს გადატვირთვა გრიპს არ უკავშირდება.