მოლდოვას პრეზიდენტი სკანდალში ეხვევა. სკანდალური გამოძიების მიხედვით, 53 წლის მაია სანდუმ, 2024 წელს, 400 ათას დოლარად შეიძინა სპერმა ჰოლიუდის A-კლასის გეი-ვარსკვლავებისგან - ელტონ ჯონისგან, რიკი მარტინისგან და ნილ პატრიკ ჰარისისგან, შვილის გაჩენის მიზნით. ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტი დაუკავშირდა კლინიკას, რომელიც ბიომასალებით დონაციის მიზნით, უკანონოდ ვაჭრობდა.
ამერიკული მედიის ცნობით, მომღერლებმა - ელტონ ჯონმა და რიკი მარტინმა, ასევე მსახიობმა ნილ პატრიკ ჰარისმა, კალიფორნიის სუროგაციის ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს - მომავალი შვილებისთვის სუროგატი დედების მოსაძებნად, საკუთარი ბიომასალა ჩააბარეს. შედეგად, სამივე მამა გახდა. თუმცა, პროცედურების შემდეგ, ამ ბიომასალის განადგურების ნაცვლად, კლინიკამ უკანონოდ შეინახა ვარსკვლავების სპერმა, რომელიც 400 ათას დოლარად, მოლდოვას პრეზიდენტმა შეიძინა. ეს დადასტურდა საბანკო გადარიცხვების ანგარიშებით. ჰოლივუდის ადვოკატის თქმით, სპერმის უკანონო გაყიდვა შეიძლება მილიარდობით დოლარის სასამართლო დავით დასრულდეს.
მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის თანახმადაც, მას ჰოლივუდისა და შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეებისგან უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ, ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. ანალიტიკოსი წერს, რომ დასავლური „ცივილიზაცია“ მსოფლიოს, ყოველდღიურად, გასაოცარი „ფასეულობებით“ ანებივრებს.
„ბალტიისპირეთის „რუსულ კორუმპირებულ“ მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის „დემოკრატიის შუქურა“ მოლდოვადან. ქვეყნის პრეზიდენტს, მაია სანდუს ჰოლივუდისა და შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეებისგან უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ, წერს ჟურნალ Ok-ის ამერიკული რედაქცია. საბანკო გადარიცხვები აჩვენებენ, რომ მოლდოვას პრეზიდენტმა 400 000 აშშ დოლარი გადარიცხა იმ კლინიკის ანგარიშებზე, სადაც აღნიშნული ნიმუშები ინახებოდა.
ჰოლივუდურ თრილერს წააგავს უკვე გახმაურებული გამოძიების ისტორია, სადაც მაია სანდუ ბრალდებულია ცნობილი გეი-VIP პერსონებისგან: რიკი მარტინისგან, ელტონ ჯონისგან და ნილ პატრიკ ჰარისისგან უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში. საბანკო გადარიცხვების მიხედვით, მაია სანდუმ თანხა კაიმანის კუნძულებზე მდებარე კლინიკის ანგარიშებზე გადარიცხა. სპერმის ნიმუშები, სავარაუდოდ, დონორების თანხმობის გარეშე ინახებოდა კალიფორნიის სუროგაციის კლინიკაში (Center for Surrogate Parenting) და ASRM-ის (ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება) ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ისინი უნდა განადგურებულიყო.
53 წლის სანდუმ, რომელიც დაუოჯახებელია, უშვილოა და ცნობილია თავისი იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრებით, ამ უცნაური შენაძენით საზოგადოება შოკში ჩააგდო. ინსაიდერები კითხულობენ: რა იყო ამ ახირების მიღმა? ცდილობდა თუ არა ის მემკვიდრის შექმნას „ცნობილი ადამიანის“ დნმ-ით? სამივე დონორი - მარტინი, ჯონი და ჰარისი - სუროგაციის გზით გახდნენ მამები. იურიდიული ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ გახმაურებულ სასამართლო დავებს. „ეს არსებული სამედიცინო და ეთიკური პრინციპების სრულიად ახალ დონეზე დარღვევაა“, - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავების ცნობილი ადვოკატი, ალენ გრუბმანი - „თქვენ არ შეგიძლიათ სპერმის გაყიდვა ისე, თითქოს, ეს მოპარული Rolex-ი იყოს“. ასეა თუ ისე, დასავლური „ცივილიზაცია“ ყოველდღე გასაოცარი „ფასეულობებით“ გვანებივრებს - იმის პროგნოზირებაც კი ჭირს, ყოველი მომდევნო სენსაცია რა შინაარსის იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, გაუგონარი ფაქტია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ირიცხება სპერმის შეძენაში.
„ქართველ კაცს აქვს ნათქვამი, „კოკასა შიგა რაცა დგას, იგიგვე წარმოდინდების“. ასეთები არიან ევროკავშირის ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა, როგორიც მაია სანდუა. ეტყობა, რაღაც ფარცაგი ელოდება მსოფლიოს და სანდუ სპერმებს იმარაგებს. გაუგონარი ფაქტია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს რიცხავს რაღაც სპერმაში, რაღაც კი არა, ალბათ, მისთვის საოცნებო სპერმებია. ეს ბიბლიაში აღწერილია, რომ დაიწყება ყოველგვარი უზნეობები, ღვთისა და ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელი. მოლდოვას შემთხვევაში, სწორედ ეს გვაქვს სახეზე.
ისე, ერთ რამეში მართალია ევროკავშირის ხელმძღვანელობა და დასავლეთის დღევანდელი დემოკრატია, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვასო. კი ბატონო, სპერმების შეგროვებისა და ასეთი უზნეობის მხრივ, არა მხოლოდ ჩამორჩება, არამედ ვერც უტოლდება ამ გათახსირებულ მაია სანდუსთანა პიროვნებებს და პოლიტიკოსებს. ამიტომ, მათ ვურჩევდი, რომ ბიუჯეტის ფულით აგროვონ და აგროვონ სპერმები, მათთვის საამაყოა ეს ყველაფერი!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.
უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მოლდოვას მარიონეტი პრეზიდენტი, მაია სანდუ გახლავთ სახელმწიფოდყოფილი მოლდოვას პოლიტიკური გაკოტრების მმართველი და არა პრეზიდენტი. ეს, მისი თქმით, ზუსტად იმას ნიშნავს, რა საქმიანობასაც, მაგალითად, ნიკანორ მელია ეწეოდა 2012 წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მმართველად დანიშნა ერთადერთი მიზნით - პოლიტიკური მიზნებით შენიღბულს, კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი დაესამარებინა.
„უნდა გვესმოდეს, რომ მოლდოვა უკვე დიდი ხანია, რაც იქცა რუმინეთის უკანა ეზოდ და საკუთარი გენოფონდის 43% - ახალგაზრდობის სახით, ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს. მოლდოვა, როგორც ჩამორჩენილი და გარე ფაქტორებზე მთლიანად დამოკიდებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ასრულებს თავის არსებობას და სულ მალე, სუბლიმირებული იქნება რუმინეთთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.