19 დეკემბერს მოსკოვთან, ქ. რამენსკოედან 80 კმ-ში ავარია განიცადა რუსულმა სუპერგამანადგურებელმა CY-35-მა.
პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა.
ეს 34-ტონიანი მანქანა ცნობილი CY-27-ის ბოლო მოდიფიკაციაა და ჯერაც გამოცდას გადიოდა. მას სხვა გამანადგურებლებთან შედარებით ყველაზე მეტი- 14 რაკეტის ზიდვა შეუძლია და საჰაერო მანევრირების განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა.
„კვირის პალიტრა" პირველი, და თუ არ ვცდებით, ერთადერთი ქართული გაზეთია, რომელმაც 1999 წელს ჟუკოვსკის აეროდრომზე დეტალურად დაათვალიერა ეს სუპერგამანადგურებელი.