ლევან ხაბეიშვილის „ჯილდო“ სპეცრაზმელებს - „დააგდეთ გაზის იარაღი და 200 ათას დოლარს მიიღებთ“... ოღონდ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, მერე...

ლევან ხაბეიშვილის „ჯილდო“ სპეცრაზმელებს - „დააგდეთ გაზის იარაღი და 200 ათას დოლარს მიიღებთ“... ოღონდ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, მერე...

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ტემპერატურა მნიშვნელოვნად იმატებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რადიკალური ოპოზიციის მოქმედებები ექცევა, რომელიც საარჩევნო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და აქტიურად ამზადებს ნიადაგს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის. ეს მოწოდებები, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ქმნის განცდას, რომ ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციის ხელშეშლას გეგმავს.ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის რადიკალური განცხადებები. 

„ტვ პირველის“ ეთერში, ხაბეიშვილმა პირდაპირ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და შესთავაზა მათ 200 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო, თუ ისინი უარს იტყვიან „ხალხის დარბევაში“ მონაწილეობაზე. ხაბეიშვილის თქმით, ეს თანხა გადაეცემა ყველა იმ პირს, ვინც „იარაღს უბრალოდ არ ისვრის“. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯილდოს მიიღებენ ის თანამშრომლებიც, ვინც „სისტემას ამხელს“.

„დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ ამ თანხის წყარო იმ მაღალჩინოსნების ქონება იქნება, რომლებსაც ის „ბიუჯეტისთვის ამოსაღებად“ მიიჩნევს.

მისი მოწოდებები არ დასრულებულა მხოლოდ ფინანსური შეთავაზებით. ხაბეიშვილი გვპირდება, რომ ის, ვინც არ ითანამშრომლებს „ქართველ ხალხთან“, 4 ოქტომბრის შემდეგ ძალიან ინანებენ. ეს ულტიმატუმი აჩენს კითხვებს, რამდენად კანონიერი და ლეგიტიმურია მსგავსი შინაარსის განცხადებები და შესაძლოა, თუ არა, უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდეს.

„ეს არ არის სიტყვების რახა-რუხი, თუ არადა, 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება, ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ. ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარალელურად, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, სპეციალურ პლატფორმაზე - „გააძლიერე წინააღმდეგობა“ - დარეგისტრირდნენ. მათი თქმით, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო „დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი“.

ოპოზიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველო კარგავს მომავალს“ და რომ „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა“, სადაც მოქალაქეების სიღარიბე და დასუსტება პირდაპირკავშირშია მისი ძალაუფლების გაძლიერებასთან.

„ამას მივაღწევთ მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება, საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით“, - აღნიშნულია მათ მიმართვაში.

მათი შეფასებით, 19 ივლისის აქციამ დაადასტურა, რომ პროტესტი არ დასრულდება, სანამ ქვეყანაში „ცვლილებები“ არ განხორციელდება.

რთული სათქმელია, რამდენად შეძლებენ ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციური პარტიები ამ დაპირებული „წინააღმდეგობის“ ეფექტიანად ორგანიზებას. თუმცა, ერთი რამ ცხადია - მათი მოწოდებები და განცხადებები, საარჩევნო პროცესის წინ, მნიშვნელოვან დაძაბულობას ქმნის და არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენის მოხდენის სურვილს აჩენს. ამასთან, ხაბეიშვილის სკანდალური კომენტარები, შესაძლოა, სამართლებრივი რეაგირების საფუძველიც გახდეს. 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ინტერვიუში, მკვეთრად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბოლო განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ასეთი „ე.წ. ოპონენტების“ არსებობა ხელისუფლებისთვის „ბედნიერებაა“. გვენეტაძის თქმით, ხაბეიშვილის მსგავსი „ორფეხა სუბიექტები, რომლებიც რატომღაც პოლიტიკოსობას იბრალებენ, ასეთ სიბრიყვეს საუბრობენ“.

ანალიტიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხაბეიშვილის მიერ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც, ისინი 200 ათას დოლარს მიიღებენ, თუკი „არ მიიღებენ მონაწილეობას ხალხის დარბევაში“ და „სისტემას ამხელენ“. გვენეტაძეს უკვირს, საიდან უნდა მოიტანოს ხაბეიშვილმა ეს თანხა და აღნიშნავს, რომ ეს დაპირება, რომლის მიხედვითაც თანხა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადაეცემათ, ძველ, დანაშაულებრივ პრაქტიკაზე მიანიშნებს.

„საქმე იმაშია, რომ ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მისცეს ხაბეიშვილმა სპეცრაზმელებს 200 ათასი ლარი. თანაც აზუსტებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, მაშინ გადავუხდითო. ესე იგი, რასაც აკეთებდნენ წლების მანძილზე, იმასვე ფიქრობენ, ზუსტად ამ წუთში, ანუ გამოდის, ეუბნება ხალხს, რომ ჯერ ხელისუფლებაში დაგვაბრუნეთ და ფულებს მერე დაგირიცხავთო. ეს ბრიყვი ხაბეიშვილი, თითქოსდა იმას გვანიშნებს, რომ აი, ახლა არ გვაქვს და ნისიად მოგვიყვანეთ ხელისუფლებაშიო.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს პარტია ბოლომდეა გაკოტრებული, დარჩენილები არიან ლევან ხაბეიშვილის იმედად. ამიტომ, მე ვფიქრობ, ახლა უსაფრთხოების სამსახურს ამაზე მეტი მტკიცებულება რაღად უნდა, როცა კაცი პირდაპირ ეთერში, კონკრეტულ სქემაზე საუბრობს და ამბობს იმ გეგმის დეტალებს, რომელიც 4 ოქტომბერს აქვთ ჩაფიქრებული. სწორედ ამას საუბრობენ მისნაირი ბრიყვები, როგორიც არის ჩერგოლეიშვილი, ბოკუჩავა, უგულავა და სხვა მათნაირი ოდიოზური ფიგურები. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ ამბით დაინტერესდება უსაფრთხოების სამსახური“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსის თქმით, ის, რაც დღეს, ვითომდა 8 პარტიის სახით არის წარმოდგენილი, სინამდვილეში, „ბრიყვთა კრებულია“, რომელიც რამდენიმე მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობაა“, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი დაირქვეს. გვენეტაძე ხაზს უსვამს, რომ ეს „ხალხისგან პოლიტიკურად ჩარეცხილი“ ფიგურები, წლებია, „პარაზიტობენ“ და კვლავაც ცდილობენ, „ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შედეგად“ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ბრიყვებს როგორი ბრიყვი ჰყავთ სათავეში. ხაბეიშვილის ამ სიდებილესა და სიგიჟეს, ციხეში მყოფი „ვივამედელი“, დემენციისგან განკურნებული მიხეილ სააკაშვილი კვერს უკრავს, ეს არის ამათი ნამდვილი სახე. ამიტომ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს და ბევრ სიბრიყვეს დააბრეხვებს ხაბეიშვილი, 4 ოქტომბერს, მით მეტი ხალხი დაუჭერს „ოცნებას“ მხარს. მისი ეს ბოდვა, პირიქით, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. იმას კი არ ამბობენ, რომ რადიკალები აღარ ვართ და არ გვინდა ამ ქვეყნის დანგრევა და გაუბედურება. არა, პირიქით, ამ ქვეყნის გაუბედურების ხარჯზე სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ ილაპარაკოს ხაბეიშვილმა და იყოს, 4 ოქტომბერს რას მოაწყობს და როგორ გაავსებს რუსთაველს, მაგასაც ვნახავთ“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის მსგავსი განცხადებები, რომელიც პირდაპირ ეთერში, კონკრეტულ სქემაზე და „გეგმის დეტალებზე“ საუბრობს, უსაფრთხოების სამსახურისთვის სერიოზული მტკიცებულება უნდა გახდეს.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა, არამედ შესაძლო დანაშაულებრივი განზრახვის მანიშნებელი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და არჩევნების დელეგიტიმაციას. ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და მოსახლეობის სიმშვიდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

sapiqrali ამ კაცს რომ ვუსმენ ცხონებული ნოდარ დუმბაძე მახსენდება. როგორ ახასიათებდა კრეტინიზმს -უსაზღვროდ კრეტინი - საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით........... ეს დახასიათება პირდაპირ აკვდება ხაბეიშვილს.
5 საათის უკან
ლევკოთეა ოქროს სარაიებს აგიშენებთ, შემს სარაიას რომ ავაშენებ, მაგის მერე.
5 საათის უკან
დოი ეს კუანა რა დღეშია...
4 საათის უკან