წერილის ამ ნაწილით დავასრულებ აშშ-ისა და მისი სატელიტი ევროკავშირის იმპერიულ-გლობალური პოლიტიკის მხილებასა და შეფასებას, რომლის შედეგადაც მითები დასავლეთის, როგორც დემოკრატიული ცივილიზაციისა, ასევე მითები, მისი, როგორც კაცობრიობის კეთილდღეობისათვის უპირობო მებრძოლის შესახებ, თუ გაქარწყლებული არ იქნება, დაეჭვების საფუძველს, იმედია, მაინც შექმნის.
წერილის ამ ნაწილების მიზანი ერთადერთია, რომ ჰეგემონ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების ჩამოყალიბებისას, ქართული საზოგადოებისათვის უმთავრესი მოტივი გახდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები და სხვა არაფერი. ეს კი, ამჟამად, ქართული პოლიტიკის განსაზღვრისას მთავარი ორიენტირი არ არის, რადგან ის ფორმირდება არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ დასავლეთის აგენტურის მიერ ფსიქოტრონული მედიაპროპაგანდის იარაღებით წინასწარ შექმნილი ილუზიებითა და განწყობებით, რომ, თითქოს, დასავლეთთან გვაკავშირებს მტკიცე იდეოლოგიური ღირებულებები, (გავიხსენოთ წინა თავებიდან რა ღირებულებებზეა საუბარი-ავტორი) ამიტომ მასთან ინტეგრირება მიჩნეულია იმ წითელი ხაზად, რომლის უარყოფა არანაირად არ შეიძლება, რადგან ეს არის თურმე ჩვენი ყველაზე დიდ მიზნად ქცეული ფასეულობა.
აღნიშნულ მიზანს თუ ფასეულობას, რომ ეწირება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული მართლაც ფუნდამენტური ინტერესები და ფასეულობები, რაც გამოიხატება მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, რატომღაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები მივიწყებულია ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული. აღნიშნულ საკითხებზე წერილის სხვა ნაწილებში ვისაუბრებ, ახლა კი გადავიდეთ წერილის ამ ნაწილის მთავარ თემაზე.
პანამის პრეზიდენტი მანუელ ნორიეგა, რომელიც საერთოდ აშშ-ის ცსს-ს ოფიცერი იყო, მსხვერპლი გახდა პანამის ეროვნული ინტერესის დაცვისა, რაც გამოიხატებოდა მის მიერ პანამის არხის პანამის სახელმწიფოსთვის დაბრუნების გადაწყვეტილებაში. აშშ-ის პრეზიდენტმა მამა-ბუშმა 1989 წელს იგი ნარკობარონად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ აშკარად უკანონო და აგრესიული სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც სუვერენული ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი დაატყვევეს და აშშ-ის ციხეში ჩასვეს.
ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი პირდაპირ აცხადებს: ”ჩვენ გვაქვს უფლება ყველა საშუალებით, მათ შორის სხვა სახელმწიფოებში რეჟიმების შეცვლით დავიცვათ ჩვენი ინტერესები თუ ისინი საშიშროებას წარმოადგენენ”.
ამ სიტყვებს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი შემდეგნაირად აფასებს: ”ბოლტონი ლაპარაკობს ღიად და პატიოსნად და ამის არ რცხვენია, ჩვენ ზესახელმწიფო ვართ და წავლეკავთ ყველას, ვინც გზაზე წინ გადაგვიდგებაო”.
ამერიკელი მზვერავი ფილიპ ეიჯი აფასებს რა ამერიკელთა პოლიტიკას 90-იან წლებში, რაც გამოიხატება რუსეთის გარშემო 500-ზე მეტი სამხედრო ბაზის განლაგებით, პირდაპირ აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი არის რუსეთი, რომელიც არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია აშშ-ის განადგურება.
ანალოგიურ აზრს ანვითარებს ამერიკელი მწერალი და ეკონომისტი უილიამ ენგდალი, ეყრდნობა რა ბრიტანელი მეცნიერის მაკ კინდერის გამოკვლევას, ამბობს: ”ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეკონომიკურ შეჯიბრებაში მთავარი პრიზი არის რუსეთი და რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ამერიკაში, რუსეთი არის ამერიკული პოლიტიკის მთავარი სამიზნე, ხოლო რაკეტები ევროპაში საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ სტარატეგიული უპირატესობა, პირველი დარტყმის შესაძლებლობა იმ ერთადერთ ქვეყანაზე, რომელსაც შეუძლია მიწისაგან პირისა აღგავოს აშშ”.
მეტად საყურადღებო პოზიციას გამოხატავს რეიგანის მმართველობის თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსი პატრიკ ბიუკანენი, რაც რუსეთის პოლიტიკის ტენდეციური შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა ცხელთავიანმა პოლიტიკანებმა და ექსპერტებმა.
ცივ ომში სსრკ თუ გაიმარჯვებდა და მექსიკა და კუბა ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან ერთად ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკში შევიდოდა, მაშინ ამას აშშ მიიღებდა, როგორც თავდასხმასო.
მსგავსი სამხედრო-პოლიტიკური ქმედება ამერიკის მხრიდან ასეც შეფასდა 1961 წელს კუბაში, როცა სსრკ-მ კუბის რევოლუციის შემდეგ ამ კუნძულზე რაკეტები განალაგა, რამაც ისე გააღიზიანა ყველაზე საღი აზრის მქონე პრეზიდენტად აღიარებული ჯონ კენედი, რომ სამხედრო გემებით კუბის ბლოკადაც კი მოაწყო და მსოფლიო ატომური ომის რეალურ საშიშროებამდე მიიყვანა.
ანალოგიურ კონტექსტში ექცევა უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც. სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ, რასაც ზოგიერთი რევოლუციას უწოდებს, ოღონდ უკრაინაში მაგ რევოლუციის მოწყობისთვის, როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და რეიგანის ადმინისტაციის ყოფილი წევრი პოლ კრეიტ რობერტსი ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებაზე დაყრდნობით, ამერიკამ პროპაგანდისთვის 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა.
პოლ რობერტსი დაუფარავად საუბრობს: ”ევროკაშირის გაფართოება მისი ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ვაშინგტონისთვის მიზანი უფრო პრაგმატულია - აშშ უკრაინას უყურებს ამერიკული ბანკებისა და კორპორაციებისათვის, როგორც ძარცვის ობიექტს, რათა შედეგად უკრაინა შეათრიონ ნატოში. უკრაინის სახით ვაშინგტონი მიიღებს სივრცეს, რუსეთთან ახლოს მეტი სამხედრო ბაზები განალაგოს”. წყარო: npress.ua/ru/politics/25297-byvshiy-pomoschnik-ministra-finansov-ssha-protesty-v-ukraine-organizovany-tsru
სწორედ ამ ვითარებასთან შეგუება აღარ სურს რუსეთს, როგორც ისტორიულად მსოფლიოში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ჰეგემონი ქვეყნის ამბიციების მქონეს, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები, რაც არ უნდა უარყონ ვაიპოლიტიკოსებმა და ვაიექსპერტებმა, ჰეგემონისტურ სისტემაზე რომ არის დაფუძნებული, ამ რეალობას ვერავინ გაექცევა. უკრაინის მოვლენებით გამოჩნდება მსოფლიო კვლავ მონოჰეგემონისტურია თუ მრავალპოლარული.
სწორედ თავის ერთპოლუსიანობის დაკარგვასთან შეგუება არ სურს ამერიკას, რომლის სათავეში სსრკ-ის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა. ახლა კი, იმ პროცესების მოწმენი ვართ, აქვს თუ არა რუსეთს უნარი დაიცვას თავისი ანალოგიური ჰეგემონისტური პოზიციები, რასაც ამერიკა მხოლოდ თავის პრეროგატივად თვლის.
პატრიკ ბიუკანენი აგრძელებს, რომ პუტინმა ჩვენ შეგვიშვა შუა აზიაში, რომ ავღანეთში შეგვძლებოდა იარაღის შეტანა. ჩვენ სინამდვილეში არ გაგვაჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები შუა აზიაში, რომლისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები ახლა იბრძვიან. რუსეთის პროვოცირება დაიწყო კლინტონის ადმინისტრაციამ და ბუშმა გააგრძელაო.
აშშ-ის საერთაშორისო ჟანდარმობის ბრალდებას ამტკიცებს ჩვენთვის ცნობილი უტყუარი მოწმე ჯონ პერკინსი კიდევ ერთ ძალზე საინტერესო მოკლემეტრაჟიან დოკუმეტურ ფილმში. იხილეთ: http://www.tubechop.com/watch/2017229.
ამ ვიდეორგოლში ის საუბრობს არა მარტო ნაცადი ეკონომიკური დაკაბალების მეთოდებით ამერიკის ინტერესებში მყოფი სახელმწიფოების გაღატაკებასა და დამორჩილებაზე, არამედ, ამგვარი პოლიტიკისადმი დაუმორჩილებელი ეროვნული ლიდერების ტერორისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით მოშორებაზეც.
ეკვადორს მრავალი წლის მანძილზე მართავდნენ აშშ-ის მარიონეტი დიქტატორები და ბოლო-ბოლო 1979 წელს ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჯიმი რულდოსმა. მისი საარჩევნო დაპირება იყო ეკვადორის რესურსების ეკვადორელი ხალხის სამსახურში ჩაყენება. ის მკაცრად ამოწმებდა, რომ ნავთობის მოგება მისი ხალხის კეთილდღეობას მოხმარებოდა, რაც ჩვენ ამერიკაში არ მოგვეწონაო -ამბობს პერკინსი. მე გამაგზავნეს რულდოსისთვის ქრთამის შესათავაზებლად და თან გაფრთხილების მისაცემად, რომ თუ არ დაგვიჯერებდა, მაშინ წასვლა მოუწევდა. მან არც კი მომისმინა და ამის გამო ის 1981 წელს ავიაკატასტროფის მოწყობით მოკლეს. ექსპერტიზა მხოლოდ ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს, ხოლო გამოძიებისას ორი მთავარი მოწმე ავტოავარიაში ისე დაიღუპა, რომ ჩვენების მიცემაც კი ვერ მოასწროო.
ჯონ პერკინსი მოგვითხრობს ასევე 1981 წელს პანამის ახაგაზრდა პრეზიდენტის ამარტა რიხოსის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. მის მოსასყიდად ფულის შეთავაზებისას მან მიპასუხა: ”მე ფული არ მჭირდება, ერთდერთი რაც მე მინდა ის არის, რომ ჩემს ქვეყანას სამართლიანად ეპყრობოდნენ. ამიტომ მინდა ის ვალი დაგიბრუნოთ, რაც აშშ-მ ჩემს ქვეყანას გადაუხადა მისი დანგრევის განსახორცილებლად. მინდა დავეხმარო ლათინოამერიკელებს ჩრდილოეთიდან ამ სასტიკი შემოჭრისგან დასახსნელად. ჩვენ უღვთოდ გვიწევენ ექსპლუატირებას და ამიტომ მინდა პანამის არხი პანამელებს დავუბრუნოო”. ამის გამო ისიც ანალოგიურად ავიაკატასტროფით მოიშორეს და ეს გააკეთეს ცსს-ს აფთრებმა, როგორც ჩვენ ამ მკვლელებს ვუწოდებდითო.
სადამ ჰუსეინზე საუბრისას ჯონ პერკინსი პირდაპირ ამბობს, რომ ერაყის რესურსების ხელში ჩასაგადებად ყველა მეთოდი გამოვიყენეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და ამიტომაც ბოლოს ომითა და ქვეყნის ოკუპაციით გადაწყვიტეს პრობლემა. თან ქვეყანა ძირფესვიანად დავანგრიეთ და ახლა ისევ ჩვენი სამშენებლო კომპანიები ახორცილებენ მის აღდგენას მისგანვე ამოღებული ნავთობდოლარებითო.
სამაგიეროდ, საუდის არაბეთის სალაფიტების დინასტია დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და დღემდე ამერიკის მოკავშირედ ითვლება ეს დიქტატორული სახელმწიფო. ამ გზით შევქმენით ამერიკის იატაქვეშეთა იმპერია, რომლის ნამდვილი ბუნების შესახებ თვით ამერიკელების უმრავლესობამაც კი არაფერი იცის. ხოლო ამ იმპერიის რეალური იმპერატორი არის არა აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ კორპოროკრატია, ანუ საერთაშორისო კორპორაციების მესაკუთრეები, რადგან სინამდვილეში ისინი ფლობენ რეალურ ძალაუფლებას და მისი ინტერესების შემსრულებელი არის აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტებიო.
აღნიშნული უცხოური კორპორაკრატიის განუსაზღვრელი სიხარბის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ. ხოლო მათი პარპაში ჩვენისთანა სუსტ ქვეყნებში რომ ეკოლოგიური კატასტროფებისა და მთელი ეროვნული რესურსების ბანდიტური ძარცვის საფუძველი ხდება, განპირობებულია სწორედ ამ კორპოროკრატიის ინსტრუმენტების: საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოთა ეროვნულ მთავრობებს კარნახობენ ეროვნული სტრატეგიული ობიექტებისა და რესურსების აღნიშნული კორპოროკრატიისთვის გადაცემას.
ამ შემთხვევაში არ შემიძლია არ გავიხსენო კაზრეთის ოქროს საბადოებში საყდრისის უძველესი კულტუროლოგიური ძეგლის განადგურების საკითხი, რომელიც სწორედ სახელმწიფო სისტემის, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა სწორედ ამ კორპოროკრატიის სასარგებლოდ. ასევე სააკაშვილის მიერ ლობირებული და რეკლამირებული ამერიკული კომპანიის ”პიონერის” გენმოდიფიცირებული სიმინდის თესლის გავრცელება საქართველოში, რაც ამერიკული კორპორაციისა და ადგილობრივი ეროვნული მთავრობის კორუფციული გარიგების უნივერსალური მაგალითია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა თავის დროზე თქვა: "ვინც აკონტროლებს ნავთობს, ის აკონტროლებს ქვეყნებს და ვინც აკონტროლებს საკვებს, ის აკონტროლებს მოსახლეობას". აი ეს პოლიტიკა ტარდება დღეს საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში კორპოროკრატიული მსოფლიო რეჟიმის მიერ.
საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობის მთავარი კომპონენტი, ქართული ტყეები, რომ დანაშაულებრივი გზით, ანუ მისი ინვენტარიზაციის გარეშე მრავალი წლის მანძილზე გასანადგურებლად გადაეცა უცხოურ კომპანიებს და მართლაც რა უმოწყალოდ იჩეხება თვით სამკურნალო-სარეაბილიტაციო ზონებშიც კი, ამის დასადასტურებლად აბასთუმნის უნიკალური ტყეების გაჩეხვის მაგალითის მოყვანაც კმარა.
კორპოროკრატიის მთავარი მიზანი არის ვაჭრობის გლობალიზაცია და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების სრული მოხსნა, რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში მათი დაწინაურებული ტექნოლოგიებით წარმოებული იაფი თვითღირებულების მქონე ექსპორტირებული პროდუქცია ჩამორჩენილი ქვეყნების პროდუქციას საკუთარ ადგლობრივ ბაზარსაც აკარგვინებს, რაც ძირითადად სამამულო წარმოების სრული განადგურებითა და არნახული უმუშევრობის სტატისტიკით მთავრდება. ამის მაგალითები მსოფლიოში ბევრია, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, განა საქართველოს ეკონომიკის სრული კოლაფსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არ არის?
ამიტომ შესაბამისი გადასახადების დაწესებით იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო შეზღუდვები, რომლის წარმოება საქართველოშიც ხდება, აუცილებელიც კი არის, სანამ მისი ხარისხი და თვითღირებულება არ დაუახლოვდება საზღვარაგარეთულ სტანდარტებს. ამის მისაღწევად კი ეროვნულ წარმოებაში დაბალპროცენტიანი სესხების, დაბალფასიანი ენერგიისა და წყლის რესურსების მიწოდებით სახელმწიფომაც უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი, თუ სურს სამამულო წარმოების განვითარება და უმუშევრობის დაძლევა.
ამიტომაც ვამტკიცებთ, რომ დიდი ჰიდროჰესები და თუ აუცილებლობად ჩაითვლება, იგივე ხუდონჰესი, უნდა ააშენოს ქართულმა სახელმწიფომ. ამის ფინანსური რესურსების მოძიების შესაძლებლობა დღევანდელ საქართველოს გააჩნია, როგორც საკუთარი წყაროებით, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან ფინანსების მოსაზიდად სახელმწიფო გარანტიების გაცემით, ხოლო იმ ჰესების ნაციონალიზაციის პროცესი უნდა განხორცილდეს, რომლებიც ვითომ უხოელ პატიოსან ინვესტორთა ხელში, დიდი ვარაუდით, კორუფციული გარიგებებით მათ რეალურ ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასში აღმოჩნდა.
ანალოგიურად უნდა მოხდეს სასმელი და საირიგაციო წყლის რესურსებისა და მისი გამანაწილებელი სისტემების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.
სწორედ ამ გზით გახდება შესაძლებელი რომ ქვეყნის მოსახლეობასა და სამამულო წარმოებას მიეწოდოს იაფი ენერგია და წყალი, რაც მისი სოციალური უზრუნველყოფისა და ეროვნული წარმოების განვითარების საფუძვლად იქცევა. ამავე დროს, ელექტროენერგიისა და სამომავლოდ წყლის ექსპორტის მთელი შემოსავლით საქართველოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შევსება მოხდება.
სხვათა შორის, ამომრჩევლების მიერ ხელისუფლების ავკარგიანობის შეფასება ძირითადად სამუშაო ადგილების შექმნის სფეროში არსებული მიღწევების პარამეტრებით უნდა ხდებოდეს
ჯონ პერკინსს მოჰყავს კიდევ ერთი მაგალითი ეკვადორის სახით, თუ რა გაღატაკებამდე მიჰყავს მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდს მათი დირექტივების გამტარებელი ქვეყნები. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს შეიჭრა ეკვადორში მსოფლიო ბანკი დიდი კრედიტებით და 30 წლის განმავლობაში სიღატაკე გაიზარდა 70%-ით. უმუშევრობა 15%-დან 70%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალი 240 მილიონი დოლარიდან 16 მილიარდ დოლარამდე ავიდა. ამავე დროს, ქვეყნის რესურსების შემოსავლიდან მოსახლეობაზე მოხმარებული წილი 20%-დან 6%-ზე დაეცა, ხოლო 2000 წლიდან ეკვადორის ბიუჯეტის 50% საგარეო ვალების დაფარვას ხმარდება.
სსრკ-ს დანგრევის შემდგომ დასავლეთს დედამიწის ზურგზე აღარ დარჩა ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც მისი სახელმწიფო და სოციალური სისტემისათვის რეალური საშიშროების პოტენციის მქონე იქნებოდა. არადა, ასეთი რამ საზოგადოების ნებაზე მანიპულირებისა და მისი ყურადღების არსებული სოციალური პრობლემებიდან სხვა თემებზე გადასატანად აუცილებლად სჭირდებოდა. ამავე დროს, ამ გაზვიადებული საშიშროების წინააღმდეგ ბრძოლა ნავთობ და სხვა რესურსებით მდიდარი სხვა ქვეყნების დაპყრობის მშვენიერ საბაბს იძლეოდა.
ამიტომ მოფიქრებული იქნა ყბადაღებული საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემა, რომელსაც სათავე დაუდო ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა. ტერორიზმს, როგორც სოციალური, კლასობრივი მტრისა და ასევე უცხო დამპყრობელის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას, რა თქმა უნდა, მანამდეც უამრავ ქვეყანაში იყენებდნენ. სულ შორეულ წარსულში რომ არ წავიდეთ, რუსეთის იმპერიაში სოც-დემოკრატიული მოძრაობის ტერორისტთა ხელით 1881 წელს იმპერატორი ალექსანდრე II მოკლეს. ისტორიას ცნობილი ქართველი ტერორისტებიც ახსოვს, მათ შორის ცნობილია ვალოდია გოგუაძე, რომელიც შემდგომში ჯავშნოსანი მატარებლებით წარმატებით ებრძოდა სომეხ და თურქ ინტერვენტებს. სამწუხაროდ, ტერორისტულ აქტს შეეწირა ქართველ მამულიშვილთა შორის უპირველესი, ილია ჭავჭავაძეც.
ტერორისტული ბრძოლის მეთოდებით განდევნეს ებრაელმა ნაციონალისტებმა ინგლისელი ოკუპანტები გასული საუკუნის 40-იან წლებში ისრაელის მიწებიდან. ცნობილია პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის იასერ არაფატის ტერორისტული ორგანიზაციები ჰამასი, ფათხი, რომლებმაც აიძულეს ისრაელი რომ პალესტინის ავტონომია შექმნილიყო და ახლა მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებაზეა საუბარი.
მაგრამ, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერი ჰეგემონი ქვეყნისათვის და არა მარტო ჰეგემონისათვის, ტერორიზმი არ წარმოადგენს მისი სახელმწიფოებრიობისათვის ფუნდამენტურ საფრთხეს და ეფექტურად მოქმედი სახელმწიფოს ძალისმიერი სტრუქტურები მათთან ბრძოლაში წარმატებებს აღწევენ. ამის დასტურია იგივე ისრაელის, აშშ-ის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საკუთარ ტერიტორიებზე ანტიტერორისტული ბრძოლის ისტორია.
რა თქმა უნდა, აქ მხედველობაში არა მაქვს ოკუპირებულ ქვეყნებში ის პარტიზანულ-ტერორისტული ბრძოლა, რომელიც ეროვნულ განმათავისუფლებელ ხასიათს ატარებს. აქცენტს ამჟამად ავღანეთსა და ერაყზე ვაკეთებ, სადაც დასავლეთის საოკუპაციო ჯარები მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ეს დარტყმები მათი ეგიდის ქვეშ მყოფმა ქართულმა ნაწილებმაც მიიღეს, რასაც ათობით ქართველი ჯარისკაცის მსხვერპლი მოჰყვა.
აშშ-ის მიერ ტერორიზმისა და ისლამური ორგანიზაციის ალ-ქაიდას მსოფლიოს გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ზედმეტად გაბუქებულია, რომლის აღიარებული ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, ვისი ოჯახიც ბუშების ოჯახის ბიზნესპარტნიორი იყო, ბოლო-ბოლო, მრავალწლიანი დევნის შემდეგ აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ამერიკის მოკავშირე პაკისტანის ერთ-ერთ ვილაში, სადაც ის წლების მანძილზე მშვიდად ცხოვრობდა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით სუვერენული ქვეყნების მიმართ ინტერვეციის განხორციელება, საერთაშორისო სამართლის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.
თავად 11 სექტემბრის ტერაქტის მიმართ ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს, რომელთა შესახებ საკმაოდ დამაჯერებლად მოგვითხრობს ცნობილი ამერიკული დოკუმენტური ფილმი ფარენგეიტი 9/11, სადაც აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ბუშის ადმინისტრაცია ეძებდა ომის დაწყების მიზეზს ავღანეთ-ერაყის წინაღმდეგ და ეს ტერაქტიც სწორედ ამისთვის იქნა გამოყენებული: http://www.youtube.com/watch?v=xOKFr34DV1w
ამ მითითებულ ლინკზე კი, იხილავთ ფილმს, სადაც სპეციალისტების მიერ არგუმენტირებულად არის შეტანილი ეჭვი ნიუ-იორკის ორი ცათამჯენის სამგზავრო თვითმფრინავების შეჯახებით ჩამონგრევის მიმართ და მას შიგნიდან განზრახ ნაღმების აფეთქებით გამოწვეულად მიიჩნევენ: http://www.youtube.com/watch?v=K-60ATMqMds
ამერიკის მსოფლიოს ჰეგემონ ქვეყნად ქცევის ამბიციას აღვივებდა მისი ეკონომიკის მასშტაბური განვითარება. პირველ და მეორე მსოფლიო ომში ევრაზიის კონტინენტის სახელმწიფოთა დამანგრეველ პროცესებში ძირითადად ამ ომებისათვის საჭირო რესურსების მიმწოდებლის როლში ყოფნამ ამერიკის ინდუსტრიის არნახული გაძლიერება გამოიწვია, ამავე დროს, მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდის შედეგად მსოფლიოს ოქროს 70% ამერიკის ფორტ-ნოქსის ოქროს საცავში აღმოჩნდა. ხოლო 1944 წლის ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების საფუძველზე დოლარის მსოფლიოს კონვერტირებად ვალუტად ქცევით ამერიკული დოლარის გამყარების საფუძველი უკვე არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ეკონომიკაც გახდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ცივ ომში გამარჯვების შედეგად ამერიკული კორპორაციებისა და აშშ-ის დოლარის სათარეშოდ იქცა უკვე მთელი ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები და სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები. სწორედ ამ დროს, კლინტონის პერიოდს ემთხვევა აშშ-ის არაინფლაციური ბიუჯეტის არსებობა. ცნობილი პოლიტოლოგი ბჟეზინსკი თავის წიგნში ”მსოფლიო საჭადრაკო დაფა”, რომელიც 1997 წელს გამოიცა, თვლიდა, რომ უახლოესი 30 წლის მანძილზე ამერიკის ჰეგემონიზმს კონკურენტი არ ეყოლებოდა, ხოლო მთელი მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მარწუხებში მოექცევის მის ამბიციებს წინ ვერავინ აღუდგებოდა.
აქედან ფართოვდება ამერიკული ჰეგემონიზმის სამხედრო ძალით დამკვიდრების პოლიტიკა იმ ქვეყნებში, რომლებიც ბედავდნენ ამერიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას და მისი გავლენის არეალში შესვლაზე უარს აცხადებდნენ. ეს 1999 წელს სერბეთის დაბომბვით დაიწყო და შემგომში ავღანეთისა და ერაყის ოკუპაციით გაგრძელდა, ბოლოს კი, ლიბიის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ამ სუვერენული ქვეყნის ნატოს თვითმფრინავებით გადაბომბვა მოჰყვა, ხოლო სირიაში სწორედ ალ-ქაიდას ტერორისტული რაზმების გამოყენებით გრძელდება.
მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამერიკული იმპერიული პროექტი იმდენად ძვირი აღმნოჩნდა, რომ ამერიკის სამ ტრილიონიან ბიუჯეტს ყოველწლიურად 1,3 ტრილიონი დოლარი შემოსავალი აკლდება, ანუ დეფიციტს განიცდის და ის იფარება ფრს-ის სესხებით.
ამერიკისა და ევროპის ეკონომიკის ღრმა კრიზისულ მდგომარეობაზე მოგვითხროებენ ცნობილი ეკონომისტები ფილმში: დოლარის ეპოქის დასასრული! დეფოლტი და იმპერიის კრახი: http://www.youtube.com/watch?v=qHeGah2p7uQ
ჯერ კიდევ 2011 წელს ქვეყნების რეიტინგების სააგენტოს SP--ს ხელმძღვანელმა ჯონ ჩემბერსმა განაცხადა რომ ისინი ცვლიან აშშ-ის საიმედოობის შეფასებას (რეიტინგს) პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელიც უკვე სუსტია და კიდევ უფრო დასუსტდებაო.
საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელი პიტერ შიფი განმარტავს ამერიკული ეკონომიკის დაცემის მიზეზებს: ჩვენ ვისესხეთ უდიდესი რაოდენობის ფული და უბრალოდ მას ვხარჯავდით, ხოლო პასუხისმგებლობა დავაკისრეთ დანარჩენ მსოფლიოს, რომ ეწარმოებინათ ჩვენთვის საქონელი და ფულის მარაგებიც გაეკეთებინათ, მაგრამ ეს ჩავარდნილი შეთანხმებაა მთელი მსოფლიოსთვის. მიზეზი იმისა, რომ კიდევ შეგვიძლია ვიხადოთ ფული, ეს არის ის, რომ ამის ფულს კიდევ გვაძლევენ, მაგრამ ეს სქემა ერთხელაც ბუქსაობას დაიწყებს, რადგან ეს ხომ პირამიდაა, ჩვენ დაუსრულებლად სესხს ვერ ავიღებთო.
შიფი ბოლოს ირონიულად ამბობს, რომ საქონლის სანაცვლოდ მსოფლიო იღებს ცარიელ მოჭრილ ქაღალდს, რაც ფუჭი შრომა არისო. სენატორი რონ პოლი ასევე მოურიდებლად აცხადებს, რომ: აშშ-ის სახელმწიფო ბანკს (იგულისხმება ფრს-ავტორი) მიეცა საშუალება აკეთოს ფული ჰაერიდან, კერძოდ, დაუსრულებლად გასცეს კრედიტები, მაგრამ ეს არის ფულის დაკანონებული გაყალბება და ძარცვაო.
ამერიკის სახელმწიფო ვალი უკვე შეადგენს 17 ტრილიონ დოლარს, რაც ერთ მცხოვრებზე 58 ათასი დოლარია. ეს უკვე ამერიკის მშპ-ზე მეტია. აქედან საგარეო ვალი 5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ამერიკის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახით ჩინეთს აქვს 1.2 ტრილიონი დოლარი, იაპონიას 1 ტრილონი დოლარი და დანარჩენი სხვა ქვეყნებს. მართალია, ამერიკას ჯერ კიდე მძლავრი ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნია, ამავე დროს მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ყოველწლიურად 700 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის მქონე არმია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ ინდუსტრიული ამერიკა თავის პოზიციებს საკმაოდ სწრაფად თმობს.
ჩინეთში იაფი მუშახელისა და ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებლის არსებობამ განაპირობა უცხოური ინვესტიციების სწორედ ჩინეთში მაქსიმალური აკუმულირება, უფრო მეტიც, ამერიკული კორპორაციების დიდმა ნაწილმა თავისი კაპიტალის დიდი წილი ჩინეთში გადაიტანა. ამიტომ გადასახდის გადამხდელი კომპანიების რაოდენობა ბოლო წლებში ამერიკაში ბევრად შემცირდა.
ასე თუ გაგრძელდა, შორს არ არის ის დრო, როცა დოლარის მიმართ ნდობა ბოლომდე შეირყევა, სახელმწიფოები და ადამიანები უარს იტყვიან დოლარზე, როგორც არასაიმედო ფულის ერთეულზე და მაშინ ამერიკის ეკონომიკა დიდი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
ამის გამოვლინებაა, რომ ჩინეთი და რუსეთი სავაჭრო საქონელბრუნვას უკვე ეროვნული ვალუტებით ახორციელებენ. ხოლო მსოფლიოს მზარდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გაერთიანება ბრიკსი საბოლოო მიზნად ისახავს დოლარის ფუნქციის მქონე ექვივალენტზე შეთანხმებას.
ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის და ევროკავშირის ეკონომიკის აღმავლობას უკავშირებდა ე.წ. ფიქლის გაზის მოპოვების ბუმის დაწყებას, რაც, როგორც ბოლო პერიოდში ირკვევა, ეკოლოგიურად დიდი ზიანის მომტანიც ყოფილა და ამავე დროს, ფინანსურად არც ისე ეფექტური. როგორც ამერიკელი ეკონომისტი უილიამ ენგდალი ამტკიცებს, ფიქლის გაზის პლასტები სწრაფად იცლება და საჭირო ხდება სულ ახალ-ახალი ჭაბურღილების გაყვანა, რის გამოც ამერიკაში საჭიროა ყოველწლიურად 42 მილიარდი დოლარის საინვესტიციო კაპიტალი, რომ შენარჩუნებული იქნას გაზის მოცულობის მიმდინარე წარმოება. ეს ციფრი უნდა შედარდეს 2012 წელს მოპოვებული ფიქლის გაზის ღირებულებასთან, რაც 32 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს კი სუფთა 10 მილიარდი დოლარის ზარალია, რაც ფიქლის გაზის ავანტიურამ მიაყენა ამერიკულ კომპანიებს. ეს კი ენგდალის შეფასებით არის აშშ-ის ფიქლის გაზის საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა. წყარო: http://www.warandpeace.ru/ru/exclusive/view/78275/
ქვემოთ მითითებულ ვიდეოფილმში შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა მეთოდებით და ეკოლოგიურად რა მავნებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით ხდება ფიქლის გაზის მოპოვება, რომელიც ჰაერისა და წყლის მასშტაბურ მოწამვლას იწვევს. სწორედ ამის გამო საფრანგეთსა და ინგლისში ფიქლის გაზის მოპოვების სრულ აკრძალვაზე სამთავრობო დონეზე საუბრობენ. წყარო: http://www.youtube.com/watch?v=0Xb2TeduVvM
ორიოდე სიტყვით არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ნარკოტიკების წარმოების არნახული ზრდის შესახებ ავღანეთში 2001 წლიდან ამერიკული საოკუპაციო ჯარის შესვლის შემდეგ. ავღანელი თალიბების მკაცრი ღონისძიებების შედეგად 2001 წელს 185 ტონა ნარკოტიკი იწარმოებოდა, ხოლო 2011 წელს 5800 ტონა. დღეს ოპიუმის ნათესები 150 ათას ჰექტარს მოიცავს, ავღანური ნარკოტიკით მსოფლიოში იღუპება ასი ათასობით ადამიანი. მათი უმრავლესობა კი ახალგაზრდები არიან. გაეროს მონაცემებით ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრუნვა 500-600 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ავღანური ნარკოტიკით ვაჭრობა თავისი მოგებით ნავთობისა და იაარაღის გაყიდვის შემდეგ მესამე ადგილზეა. წყარო: http://stringer-news.com/publication.mhtml?Part=50&PubID=25310
ნარკოტიკები, ალკოჰოლი და თამბაქო დიდი ეფექტის მქონე გენეტიკური იარაღებია. მსოფლიო ხალხებზე ფსიქო-ნევროლოგიური ზემოქმედების გზით მათი დამონება - დაკაბალებისთვის დოლარზე და სამხედრო იარაღზე არანაკლები ძალის მქონე ინსტრუმენტია. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ოპიუმის ომების ისტორია ჩინეთში და ამერიკელ ინდიელთა განადგურება სპირტის მეშვეობით. გამოიყენება შერჩევით. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ალკოჰოლით ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებენ, ამიტომ ჩვენი ახალგაზრდობის დეგრადირებისათვის ნარკოტიკი, ხოლო, მაგალითად, რუსებისათვის ალკოჰოლიც და ნარკოტიკიც ერთად აღებული გამოიყენება.
გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად ამგვარი უკანონო მეთოდებით მებრძოლი აშშ-ის ხელმძღვენელობისგან აბსურდულად ჩანს რუსეთისადმი საყვედური და დაპირისპირება იმის გამო, რომ ის ყირიმის ნახევარკუნძულისა და სევასტოპოლის დაბრუნებისთვის იბრძვის, რომელიც მე-18 საუკუნეში თურქეთთან 100 წლიან ომში უამრავი სისხლისღვრის შედეგად შემოიერთა და ყველაზე ოდიოზური საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის ხუშტურის წყალობით 1956 წლიდან უკრაინის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ახლა იქ მოსახლეობის უმრავლესობა, მილიონ ნახევარი მისი თანამემამულე ცხოვრობს, რომლებიც გაეროს მიერ აღიარებული ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე რეფერენდუმის გზით ცდილობენ საკუთარი მიწა-წყლით მის ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ.
ამის შესახებ თავისი პროფესიონალური კომენტარი გააკეთა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა, აშშ-ის ელჩმა სსრკ-ში ჯეკ მეტლოკმა: ”ამერიკის მთავრობების ნამსახურობის ჩამონათვალი მიუთითებს, რომ მათთვის ხელსაყრელ მომენტში ტერიტორიულ მთლიანობას უგულებელყოფენ, როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაარღვიეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, შექმნეს კოსოვო და შემდეგ აღიარეს მისი დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მხარი დაუჭირეს სუდანიდან-სამხრეთ სუდანის, ეთიოპიიდან-ერითრეის და ინდონეზიიდან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფას.
რაც შეეხება სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთს შეუძლია მიუთითოს, რომ აშშ პანამაში ნორიეგას დასაკავებლად შეიჭრა, გრენადაში კი იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა მძევლებად ამერიკის მოქალაქეების აყვანა (თუმცა ისინი მძევლებად არავის აუყვანია); შეიჭრა ერაყში გამოგონილი საბაბით, თითქოსდა სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა და იერიში მიჰქონდა ხალხზე თავისი უპილოტო საფრენი აპარატებით და ა. შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ ლექციის წაკითხვა შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პრეტენზია განსაკუთრებულ უფლებებზე, რომლებიც სხვებს არა აქვთ. წყარო: ”http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=18012:2014-03-04-12-04-09&catid=109:arno&Itemid=538#axzz2vHHI112d
წერილის შემდგომი ნაწილების თემაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივები, რაც ისტორიულ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტუროლოგიურ კონტექსტში იქნება განხილული და ზოგიერთებს, საკუთარი კონცეპტუალური შეხედულებებიდან გამომდინარე, უნდათ თუ არ უნდათ, მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამოტანილ დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს სტრატეგიული განვითარების საფუძველს წარმოადგენს.