შალვა პაპუაშვილი: გახარია ხომ ამბობს, რომ უშიშარი ვარო, რატომ არ უნდა დაბრუნდეს, თვალებში ჩახედოს საგამოძიებო კომისიას და მოახსენოს საზოგადოებას თავისი მოსაზრებები, თუ რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით?!

[გახარია] ხომ ამბობს, რომ უშიშარი ვარო, რატომ არ უნდა დაბრუნდეს, თვალებში ჩახედოს საგამოძიებო კომისიას და მოახსენოს საზოგადოებას თავისი მოსაზრებები, თუ რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში გიორგი გახარია აღარ დაბრუნდება ვიდრე სიტუაცია არ დამშვიდდება.

„ის [გახარია] ხომ ამბობს, რომ უშიშარი ვარო, რატომ არ უნდა დაბრუნდეს, თვალებში ჩახედოს საგამოძიებო კომისიას და მოახსენოს საზოგადოებას თავისი მოსაზრებები, თუ რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ დატოვა ქვეყანა. ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე და გააკეთებს განმარტებებს. მისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი კითხვაა, ეჭვი, ბუნდოვანება და საჭიროა განმარტებები გააკეთოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.