ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი, ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მამრობითი სქესიდან მდედრობით სქესზე გადასვლის პროცესში იყო. ეს ინფორმაცია გამოცემა New York Post-ს სამართალდამცავმა წყარომ დაუდასტურა.
ფედერალურმა აგენტებმა ბრალდებულის დაკავება შეძლეს ტრანსგენდერი პირის მიერ 22 წლის რობინსონთან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა სახის კომუნიკაციების წყალობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელს სასამართლო სიკვდილით დასჯას გამოუტანს.
კონსერვატორ აქტივისტზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „კირკი იყო შესანიშნავი ადამიანი და ის ამას არ იმსახურებდა“.