დავით ქართველიშვილი: ჰერჩინსკი მონაწილეობდა ანტიევროპული პროპაგანდის ორგანიზებაში, აღვივებდა მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის განწყობას. პარალელურად, უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა მთავრობას, პირადად მონაწილეობდა დეზინფორმაციულ კამპანიაში

დავით ქართველიშვილი: ჰერჩინსკი მონაწილეობდა ანტიევროპული პროპაგანდის ორგანიზებაში, აღვივებდა მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის განწყობას. პარალელურად, უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა მთავრობას, პირადად მონაწილეობდა დეზინფორმაციულ კამპანიაში

2022 წლამდე პაველ ჰერჩინსკი მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში (EEAS). იგი იკავებდა ტექნიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ძირითადად უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების კოორდინაციის სფეროში. არც ერთ საჯარო ანგარიშში, გაჟონილ მასალაში, ჟურნალისტურ გამოძიებაში ან პოლიტიკურ სკანდალში მისი სახელი 2022 წლამდე რაიმე „კომპრომატთან“ დაკავშირებით არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საქართველოში დანიშვნამდე, ჰერჩინსკი არ წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ აქტივისტს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - როგორც „დიფ სთეიტის“ აგენტი, ის სწორედ თბილისში დესანტირების წინ „გააღვიძეს“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, 2024 წლის ნოემბერში პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ მონაწილეობდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში და ავრცელებდა დეზინფორმაციას ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ არღვევს ვენის კონვენციას.

„2022 წლამდე პაველ ჰერჩინსკი მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში (EEAS). იგი იკავებდა ტექნიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ძირითადად უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების კოორდინაციის სფეროში. არც ერთ საჯარო ანგარიშში, გაჟონილ მასალაში, ჟურნალისტურ გამოძიებაში ან პოლიტიკურ სკანდალში მისი სახელი 2022 წლამდე რაიმე „კომპრომატთან“ დაკავშირებით არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საქართველოში დანიშვნამდე, ჰერჩინსკი არ წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ აქტივისტს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - როგორც „დიფ სთეიტის“ აგენტი, ის სწორედ თბილისში დესანტირების წინ „გააღვიძეს“.

ჩვენ შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ვარაუდი მხოლოდ უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებულ მოცემულობაზე:

2024 წლის ნოემბერში პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ მონაწილეობდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში და ავრცელებდა დეზინფორმაციას ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ არღვევს ვენის კონვენციას ჰერჩინსკი ფაქტობრივად მონაწილეობდა ანტიევროპული პროპაგანდის ორგანიზებაში, აღვივებდა მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის განწყობას. პარალელურად, უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა მთავრობას, პირადად მონაწილეობდა დეზინფორმაციულ კამპანიაში, მიმართულს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ემსახურებოდა საზოგადოების პოლარიზაციას 2024 წლის ივლისში ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი თავად აყოვნებდა საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესს და აჩერებდა 30 მილიონი ევროს დახმარებას თავდაცვის სფეროში, რომლის ნაწილი გადაინაცვლებდა ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს 2025 წლის მაისში, თბილისში მიმდინარე პროტესტების ფონზე, ჰერჩინსკიმ მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის ქმედებები, მათ შორის "ძალადობა, დაშინება და დაუსჯელობა". მან განაცხადა: „ოპოზიციის აკრძალვა არაევროპულია“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავდა სანქციების შემოღებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა გადახედონ საქართველოს „პრივილეგირებულ სტატუსს“, თუ "პოლიტიკური დევნა" გაგრძელდებოდა.

თუნდაც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ნათელია რომ ევროკავშირის ელჩი სისტემატურად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, პირდაპირ უპირისპირდება ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ქვეყანას უყენებს მუქარას სანქციებისა და ფინანსური ზეწოლის სახით და ცდილობს აქცენტირებული გავლენა მოახდინოს ქვეყნის სუვერენულ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც სხვა არაფერია თუ არა გარე ზეწოლა და სუვერენიტეტის ხელყოფა. ამ მისიის შესრულებაში, ჰერჩინსკიმ თვით დეგნანს და დენიგანსაც კი „გადაუჯოკრა“ და საქართველოს უახლოეს ისტორიაში აქ აკრედიტებულ სამარცხვინო ელჩების რეიტინგში ჯერჯერობით წამყვანი ადგილი დაიკავა“, - წერს ქართველიშვილი.