დავით ბაქრაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ

დავით ბაქრაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს უსმენენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობდა ევროლიბერალიზაციის მისაღებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ.

„2015 წლის ასოცირების საბჭოსთვის მზადების დროს მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ანუ, ამ პერიოდში საქართველოს უკვე ყველა რეფორმა განხორციელებული ჰქონდა და ჩვენი მთავარი მიზანი იყო უკვე ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ ვიზალიბერალიზაციაზე, განხორციელდა რეფორმები, წარვადგინეთ ეს ასოცირების საბჭოზე, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხები მთლიანად და ჩვენს დღის წესრიგში რასაკვირველია არის ის, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ ევროკომისიის სხდომაზე იყოს დადებითი დასკვნა. ჩვენ 14 ნოემბერს შევხვდით და ამ ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია, მთავრობას გარდა ამ ფორმატში მონაწილეობისა ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, ვისაც ტრადიციულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აქვს შესაბამისი გავლენა და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ და პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები, თუ ასე ვთქვათ ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორიც არის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. პარტიული დაპირისპირება, ასე ვთქვათ ევროპელი დიპლომატებისთვის სრულიად გასაგებია, ეს ბუნებრივი პროცესია და ოპოზიცია ინსტიტუციური დემოკრატიისთვის ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ხელისუფლების ნაწილადაც მოაზრება, რომლის როლიც ასევე მნიშვნელოვანია, იმ პროცესებში და განვითარების გზაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს და რასაკვირველია, ევროინტეგრაცია ეს ჩვენი მოსახლეობის გეოპოლიტიკური არჩევანია. პირდაპირ ვერ მალავდნენ გაკვირვებას, აღშფოთებას, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის მათ ოპონენტებთან ბრძოლა გადაიქცა გარკვეულწილად სახელმწიფოსთან და ხალხთან ბრძოლად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მარბიელი მეცოცხეები რომ ვიზალიბერალიზაციის არმოცემას ლობირებდნენ, ეს უნდა დამტკიცდეს მათი პოზიციით საქართველოს პარლამენტზე ამ საკითხის განხილვისას, ევროპარლამენტში (ევროსაბჭოზე) დებატებისა და ხმის მიცემისას ... და თუ ყველგან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგნი იყვნენ, გაასამართლეთ ქვეყნის ღალატისა და ხელისუფლებისათვის საქვეყნო საქმის კეთებაში ხელის შეშლისათვის! არ უნდა ამას იწილო-ბიწილო! კონკრეტული პირები, ვინც ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ ხმას და ამ მიმართულებით სხვათა დაყოლიებას ცდილობდნენ!!!
4 საათის უკან
მარბიელი ... პირველ რიგში კანდელაკი და ლონდარიძეა გასასამართლებელი, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის მოცემის წინააღმდეგ მისცეს ხმა!!! დროზე! ახლა არ თქვათ დიპსტეიტმა გვთხოვა და ტავს ვიკავებთო!!!
რად უნდა ღობე-ყორეს მოდება, კანდელაკი ახლავე რომ დაიჭიროთ, ვინ დადგება მის დასაცავად ნეტავი?
4 საათის უკან