ვან ბაიბურთის სახელი ყველას გეცოდინებათ. მარადმწვანე დეპუტატი ახლა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახლავთ. ერევანში გაკეთებული ანტიქართული განცხადებების კომენტირება სულ მას უწევს.
ისიც დღე და ღამე იმის მტკიცებაშია, სომხები ქართველებზე გიჟდებიან, ცუდ განცხადებებს კი რუსები აკეთებენო.
ახლა ერევანში საქართველოში სომხების უფლებების დარღვევაზე ბევრს საუბრობენ. ბაიბურთი კი იმის მტკიცებაშია, საქართველო არავის უფლებებს რომ არ არღვევს.
ამ განცხადების გამო მას მწარედ გადაეკიდა სომხური გაზეთი „სამართალი“. გაზეთის რედაქტორმა ბაიბურთზე თქვა, სააკაშვილის მზეს ფიცულობსო.
რედაქტორის განცხადებით, ბაიბურთი სომხების დაჩაგვრას მანამ არ აღიარებს, სანამ ნას თბილისში ქვით თავს არ გაუტეხენ