შსს-მ საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაბნის რაიონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები, 1970 წელს დაბადებული გივი ტ. საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 26 საბრძოლო ვაზნა და 1 მჭიდი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარის 11 ცალი კაფსულ-დეტონატორი, ტროტილისა და ამონალის ასაფეთქებელი 10 ცალი კაფსულ-დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლულისქვეშა ყუმბარის გასახსნელი, ავტომატური ყუმბარმტყორცნი „ა-გე-ესი“ და 475 გრ ტროტილი ამოიღეს.

გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).