„დასავლეთის მიერ გათამაშებული კარტი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას, ჩაფლავდა - ახლა მათთვის მნიშვნელოვანია კონტაქტები“

„დასავლეთის მიერ გათამაშებული კარტი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას, ჩაფლავდა - ახლა მათთვის მნიშვნელოვანია კონტაქტები“

ბოლო პერიოდიში გააქტიურდა საუბარი დასავლეთსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის კონტაქტების შესაძლო აღდენაზე. აზრი აქაც ორად იყოფა: ნაწილი თვლის, რომ დასავლეთი შესაძლოა, ელაპარაკებოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს ურთიერთობების გადატვირთვას. ამ აზრის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ დღეს თავად დასავლეთის ინტერესშია საქართველოსთან დიპლომატიური კონტაქტების ქონა და ურთიერთობების დალაგება.

ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი, - სწორედ ასე უპასუხა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ შეკითხვას, განიხილავენ თუ არა საქართველოს მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას და მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე.

ევროკომისრის თქმით, „შესაძლოა, დასაწყისში საუბარი არა უმაღლეს დონეზე, არამედ დაბალი რანგის წარმომადგენლებთან დაიწყოს“.

ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, - დასძინა მარტა კოსმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დაკარგვას ვერ დაუშვებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს სწორედ ევროპელი ლიდერები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას. მისი შეფასებით, ევროპის ინტერესი მეტია, ვიდრე საქართველოსი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს.

დასავლეთს თავად უნდა აწყობდეს ეს კონტაქტები, სხვა შემთხვევაში ამაზე არ წამოვიდოდნენ. ისინი ხედავენ, რომ მათ მიერ გათამაშებული კარტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებდა საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას და შემდეგ ხელისუფლებაში მათი მარიონეტების, ნაციონალური მოძრაობის მოყვანას, რომელიც ქვეყანას ჩააბამდა უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომში, ჩაფლავდა და ჩაიშალა. ახლა მათთვის მნიშვნელოვანი არის, ყოველ მიზეზგარეშე კონტაქტები და ჩვენ ვხედავთ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი ამალა როგორ ხტუნაობენ კალიებივით აზერბაიჯანში და ცდილობენ მათთან კონტაქტების დამყარებას, რაც ვერ მოხდება საქართველოზე გვერდის ავლით.

იმდენად საქართველოს ინტერესებში არ შედის ურთიერთობების უმაღლეს დონეზე დალაგება, როგორც ევროპის დღევანდელ მმართველ წრეებში. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ევროპის მაღალი ელიტის წარმომადგენლები მოითხოვენ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი ამალის პოლიტიკიდან წასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად წარდგეიან ევროპელი ხალხების სამართლიანი სასამართლოს წინაშე იმ უბედურებისათვის, რაც მათ პირველ რიგში დაატეხეს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და ომის შეწყვეტა, უნდათ თუ არა, აუცილებლად მოხდება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ თვლის, რომ დასავლეთი დღეს ქართულ ოცნებასთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. მისი განმარტებით, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება.

ის რომ, შეიძლება ქართულ ოცნებას დაელაპარაკონ, არაფერს ნიშნავს, რადგან მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობა არადემოკრატიულია - ჩრდილოეთ კორეასაც ელაპარაკებიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობები აღდგა?! როდესაც საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი, ვგულისხმობთ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განაახლონ ჩვენთან ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ჰქონდა 2020 წლისთვის, თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის სიმპტომებს მათი მხრიდან.

არ ველოდები ურთიერთობების იმ ხარისხით აღდგენას, რა ხარისხშიც იყო. ის, რომ ვიღაცამ ვიღაცას ხელი აუწია დაკრძალვაზე, არგუმენტად არ გამოდგება, მათ შორის არც ის, რომ დავითაშვილი აშშ- დეპარტამენტში მესამეხარისხოვან ჩინოვნიკს შეხვდა, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

 

 

 

ლაზი ურთიერთობების იმ ხარიხში აღდგენა, როგორც იყო, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის, რადგან ის ხარისხი გულისხმობდა არა პარტნიორობას, არამედ წაკუზულ შეძრომას, ღარიბი და საცოდავი მეზობლის სტატუსით.
თუ ევროკავშირის მმართველები, ძაბირაძის ჭკუაზე ააწყობენ პოლიტიკას, რაც ჯერ ჯერობით უკეთესობის ნიშნებს არც ამჟღავნებს, საქართველოს კი არა თვით იმ შეკოწიწებულ კავშირსაც დაკარგავენ.
საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ალტერნატიული კავშირების დალაგება და არავისთან სახვეწარი აღარაფერი აქვს. მთავარი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაა, რაშიც ევროკავშირის მმართველი ქალბატონები მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დამსხმელის ფონქციას ასრულებენ.
საქართველოს სჭირდება სტრატეგიული კავშირები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან კარგი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები აქვთ. ასეთი სახელმწიფო, პირველ რიგში ჩინეთია.
დასავლეთი უკვე იძულებულია ან ეს ხელისუფლება დაამხოს, ან უკეთესი ურთიერთობა შემოგვთავაზოს.
ჯერ ჯერობით გარკვეული არაფერია. ხელისუფლების დამხობის თემა კვლავ აქტუალურია, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლები შანსით, ვიდრე ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო. ამიტომ პარალელურად ურევენ ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობის შესახებ, ფრაგმენტულ წინადადებებსაც.
3 საათის უკან
Gami პირადად ძაბირაძეს რატომ არ ელაპარაკებიან? მზადაა ეს სირ-კაცა.
20 წუთის უკან
კანუდოსელი ამერიკაში ვიზიტი საერთოდ არ იყო საჭირო და ისევ მონურ მდგომარეობაში თავის ჩაყენება. თუ დაიწყეს სუვერენული მმართველობა, უნდა გააგრძელონ კიდეც. ევროპა კი იქეთ შეგვეხვეწება კავშირის აღდგენას, ასეთი პირი უჩანს. მთავარია დავალაგოთ ურთიერთობა თეთრ დათვთან და ამისთვის გამოვიყენოთ ჩინეთი. დროა ხელისუფლებამ იფიქროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ამისთვის უნდა გამოიყენოს ყველა ფორმატი, მათ შორის 3+3.
7 წუთის უკან