„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ.
ეკა სეფაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციითაა დაინტერესებული.
„ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მოაწყო რუსეთის მხარემ. როგორც ჩანს, რუსეთის მხარეს დიდი ინტერესი აქვს, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს, რასაც [რადიკალური ოპოზიციისგან] ისეთი წამოცდენები და პირდაპირ ეთერში აღიარებები, [როგორიც სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილის ჩანაწერებში მოვისმინეთ], ძალიან ნოყიერ ნიადაგს უქმნის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.