3 მარტს, 13:00-ზე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვევა და დედის დღეს პირადად მიულოცავს.
ხვალვე, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცავენ.