შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს რა არის ოპოზიცია. მისი სახით ჩვენ გვაქვს სარკე ოპოზიციის, როგორც მისი რიტორიკით, ისე ქვეყნის მიმართ მტრობით

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს რა არის ოპოზიცია. მისი სახით ჩვენ გვაქვს სარკე ოპოზიციის, როგორც მისი რიტორიკით, ისე ქვეყნის მიმართ მტრობით

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. ასეთი ოპოზიციაა, რასაც ხელავთ სალომე ზურაბიშვილში აი, ეს არის ზუსტად ოპოზიციის სარკე. „ფერი - ფერსა, მადლი - ღმერთსაო“ ნათქვამი არის. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მისი მტრული დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ კარგად წარმოაჩენს ოპოზიციის რეალურ სახეს.

„სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს რა არის ოპოზიცია. მისი სახით ჩვენ გვაქვს სარკე ოპოზიციის, როგორც მისი რიტორიკით, ისე ქვეყნის მიმართ მტრობით, ისე ტყუილით.

სხვათა შორის, ორი დღის წინ იყო თუ არ ვცდები, ბრიტანეთის პარლამენტს დისტანციურად ჩაერთო საქართველოს არჩევნებში რუსულ გავლენასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო იმ დროს, როდესაც არჩევნები ჩატარდა საქართველოს დააბრალა, რომ თითქოს აქ არჩევნებში რუსეთის ჩარევით დადგა შედეგები. შემდეგ როცა ჰკითხეს მას, პასუხი ვერ გასცა რა ფაქტები ჰქონდა. ჩაერთო ახლა ლონდონში პარლამენტს და ვერც ერთი ფაქტი ვერ დაასახელა იქ. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის. ასეთი ანტიქართული ბრალდებებით წარდგე, საკუთარ ხალხს, რომელმაც თავის დროზე აგირჩია პრეზიდენტად ზურგში დანა ჩაარტყა, დააბრალო ტყუილები. კითხვები დაუსვეს, რა ფაქტები გაქვსო და არაფერი ფაქტები არ მაქვს, მე ხომ არ ვარ უსაფრთხოების სამსახურიო. თუ ფაქტები არ გაქვს, რას ლაპარაკობ?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის სახე უცხოური გავლენით მოქმედი ოპოზიციის და „ენჯეოების“.