მარკო რუბიო: CNN-ი არის ტაბლოიდი, რომელიც მწირი წყაროებით სარგებლობს და ჭორების გავრცელებით არის დაკავებული

მარკო რუბიო: CNN-ი არის ტაბლოიდი, რომელიც მწირი წყაროებით სარგებლობს და ჭორების გავრცელებით არის დაკავებული

CNN-ი არის ტაბლოიდი, რომელიც მწირი წყაროებით სარგებლობს და ჭორების გავრცელებით არის დაკავებული, - წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.

კრიტიკული პოსტი მარკო რუბიომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ის ტრამპის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით ჩაანაცვლა, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში და სახელმწიფო მდივნის ფუნქციებს ასრულებს.

„CNN არის ტაბლოიდი, რომელიც მწირი წყაროებით სარგებლობს და ჭორების გავრცელებით არის დაკავებული, რათა მოიპოვოს რეიტინგი და შეეცადოს პრობლემები შექმნას. უიტკოფი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისთანაც ჩვენს გუნდში ყველაზე მჭიდროდ ვმუშაობ. ეს ადამიანები [CNN-ში] საცოდავები არიან“, - წერს რუბიო.