საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა. მატჩი 21:00 საათზე დაიწყო.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ანგარიშით 0:3დასრულდა.
თამაში დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვეს. ისინი 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ ნაკრებებს შორის გასამართ მეორე დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნულ გუნდში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებისთვის ერთი ახალწვეულია, სანაკრებო შეკრებაზე ვილი სანიოლმა პირველად მიიწვია დონეცკის „შახტარის“ კუთვნილებაში მყოფი 21 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე.