რატომ გაჩნდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ახალი ვერსია

რატომ გაჩნდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ახალი ვერსია

2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანის გაშიშვლებული ცხედარი იპოვეს, რომელსაც წამების კვალი ეტყობოდაყველაფერი კი, ასე დაიწყო: 27 იანვარს, სანდრო გირგვლიანმა, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად, “შარდენ ბარშიმეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს- კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს- გენინსპექციის ყოფილ უფროსთან, ვასილ სანოძესა და შსს- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, ისინი ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ...

სანდრო გირგვლიანმა მეგობარ გოგონას უსაყვედურა, უცნობ მამაკაცებთან ერთად რა გინდაო, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. ბარიდან გამოსვლის შემდეგ, გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერი “ემ-ელ”-ის კლასის “მერსედეს-ბენცით” გაიტაცეს, ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. ბუხაიძემ გაქცევა მოახერხა... მეორე დღეს სანდრო გირგვლიანის ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი ოქროყანის სასაფლაოსთან იპოვეს.

სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ შვილის მკვლელობის დაგეგმვაში ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დასდო.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა, თუმცა გირგვლიანის ოჯახი დღემდე თვლის, რომ მკვლელობის დამკვეთები არ არიან დასჯილნი და არც საქმეა სრულყოფილად გამოძიებული. გირგვლიანის ოჯახმა, სანდროს მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც 2011 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, გაოგნებულია “იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ” საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა, მისი ოჯახი დღემდე ელოდება შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულებას. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იქცა.

რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: “მნიშვნელოვნად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია, რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, გირგვლიანი მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა”.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ასევე, აღნიშნა: “არ შეიძლება, ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი, ამ შემთხვევაში, ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს”(?!).

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს: “სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ სანდრო გირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსია გამოწვეულია იმით, რომ მას ყელზე აღენიშნებოდა ჭრილობა, გახვრეტილი იყო და სისხლი სასუნთქ გზებში მოხვდა, რამაც ასფიქსია გამოიწვია(?!).

ქართულ სიტყვასთანსაუბრისას, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატი, საპარლამენტ უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე განმარტავს:

 

- საქმეზე ჩატარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, სანდრო გირგვლიანის სხეულზე აღინიშნებოდა მრავლობითი ნასერ-ნაკვეთი ჭრილობები, რასაც წამების ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან ბევრ ადგილზე იყო 4-5 პარალელური ნასერ-ნაკვეთი და ერთი მათი გადამკვეთი პერპენდიკულარული ჭრილობა. ასეთი მრავლობითი დაზიანებები, რაც პირდაპირ სხეულზე განხორციელებულ წამებას ადასტურებს, იყო მრავალ ადგილზე ათეულობით, ეს იყო ნეკნების ზონაში, მკლავებზე და ა.შ. ასევე, სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში, კისრის არეში მჩხვლეტავი ჭრილობა. რომლიდანაც ერთ-ერთი ჭრილობით მოხდა ხორხის სანათურის დაზიანება, რამაც გამოიწვია სისხლდენა სასუნთქ ორგანოებში, ფილტვებში და, უკვე ასფიქსიის შედეგად, ფილტვის ქსოვილი გაჯერდა სისხლით, ვეღარ მიეწოდებოდა ჟანგბადი ორგანიზმს და სანდრო გირგვლიანი დაიღუპა. ეს ნასერ-ნაკვეთი ჭრილობები, რომლებიც მრავლობით და ათეულობით არის მის სხეულზე, შეფასებულია, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, ვინაიდან ისინი აზიანებენ კანს და კუნთოვან ქსოვილს, მჩხვლეტავი ჭრილობები კი, შეფასებულია, როგორც სიცოცხლისთვის მძიმე და სახიფათო დაზიანება. უშუალოდ ერთ-ერთ ჭრილობას მოჰყვა სიკვდილი. ეს ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ცალპირლესული ბასრი საგნით, როგორიც შეიძლება იყოს დანა, ანუ კატეგორიულად არის ნათქვამი, რომ ეს არის ცალპირლესული ბასრი საგანი. შეიძლება, სიტყვა “დანა” სწორად არის ნახმარი, მაგრამ კატეგორიულად ვერ ითქმება, რომ ეს არის დანა, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ცალპირგალესილი რკინის ნაჭერი, მაგრამ ეს არის ცალპირლესული საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები და მხოლოდ ადამიანის მიერ შეიძლება იყოს მიყენებული. ვიმეორებ: ეს არის 5 ჭრილობა, პარალელური, მე-6 გადახაზული პერპენდიკულარული ჭრილობით. ასეთი არის ათეულობით და შემდეგ იგივე ტიპის ცალპირლესული საგნით მიყენებული მჩხვლეტავი ჭრილობები კისრის არეში. ყველაფერი ეს კატეგორიულადაა დადასტურებული სამედიცინო ექსპერტიზის მიერ და არც ერთ ეტაპზე, ბრალდებულ მხარეს არ გაუხდია ეს სადავოდ და საეჭვოდ. არც ერთ სასამართლოში არ გამხდარა სადავო და საეჭვო, რომ სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა სწორედ ამ მიყენებული ჭრილობებით, რომლებიც მიაყენეს იმ ადამიანებმა, ვინც მის წამებას ახორციელებდნენ. ასე რომ, ამ საკითხზე არასოდეს დასმულა კითხვის ნიშანი: არც საქმის გამოძიების დროს, არც - სასამართლო განხილვებისას და არც - ევროპის სასამართლოში. თუკი დღეს რამე კითხვის ნიშანი ისმება, ამის ახსნა არ შემიძლია.

ვიმეორებ, ფაქტი, რომ სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა ადამიანის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად და ეს ჭრილობები იყო იმ მექანიზმის, როგორც აღვწერე, დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით და სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს. ექსპერტიზის უტყუარ დასკვნასთან ერთად,  ფოტოებიც არსებობს და, როგორ შეიძლება, ასეთი ჭრილობები რაღაც ბუჩქების მიერ იყოს მიყენებული? ეს გამორიცხულია და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 

- ბატონო შალვა, ხომ არ იცით, რა სტადიაშია სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გამოძიება?

- სიმართლე გითხრათ, არ მომიკითხავს.

არ მგონია, სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება რაღაც სირთულესთან იყოს დაკავშირებული. ვფიქრობ, ალბათ, პროკურატურის სისტემაში ხშირი ცვლილებები აჭიანურებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას.