ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მმართველი გუნდის ამ ინიციატივას „ხალხის ძალა“ მხარს დაუჭერს.
„სამშობლოს ღალატი რა სიმძიმის დანაშაულია, ამის საზოგადოებიდან გაქრობა სცადეს[„ნაციონალურმა მოძრაობამ“]. ჩვენ ამ მუხლს მხარს დავუჭერთ, რადგან სამშობლოს ღალატი არის ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ადამიანმა ან ორგანიზაციამ გადადგას“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.
მმართველი გუნდის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი აღდგება.