დავით ზარდიაშვილი: ასეთ ვითარებაში მკვეთრ ნაბიჯებს უნდა ვერიდოთ. საქართველომ არ უნდა ითამაშოს დიდი ფსონებით, გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ უნდა შევიდეს და არ უნდა დაუშვას, რომ ჩვენი ტერიტორია იქნეს გამოყენებული

პოლიტოლოგმა დავით ზარდიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში რუსეთ - უკრაინის ომის დასრულებასა და ამ ვითარებაში საქართველოს სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ამ ვითარებაში ყველანაირი ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, არ შეიძლება, რომ გვქონდეს ცალსახად საგარეო ორიენტაცია და ეს იყოს დოგმა, რადგან ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ დასავლეთი ორად გაიხლიჩა. ვენსის ცნობილი გამოსვლის შემდეგ ორი დასავლეთი არსებობს.

ასეთ ვითარებაში მკვეთრ ნაბიჯებს უნდა ვერიდოთ. საქართველომ არ უნდა ითამაშოს დიდი ფსონებით, გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ უნდა შევიდეს და არ უნდა დაუშვას, რომ ჩვენი ტერიტორია იქნეს გამოყენებული ამ დიდი თამაშებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო თანამეგობრობას შევთავაზოთ ეკონომიკური თამაშები, ეს სარგებლიანი თამაშებია და ყველა მონაწილე მხარის სარგებელს ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.