პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
„და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონი და დაურეკე მას, ან დაურეკე ჩვენს ერთ-ერთ დიპლომატს. ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს. ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია. ყველა ჩვენგანი, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ მისი საჯაროდ ლანძღვა არ არის გზა იმისთვის, რომ მას აზრი შეაცვლევინოთ. ვფიქრობ, ზელენსკის უკეთესი კონსულტანტები უნდა ჰყავდეს“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.