ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი - გამოძიება იწყება

ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი - გამოძიება იწყება

ქართული ოცნებასაგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ორშაბათს, 3 თებერვალს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში აპირებს. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში, მძიმე დანაშაულთა ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და სამართებრივად პასუხი აგონ. იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი დაგვიანებულია და მმართველ პოლიტიკურ ძალას ამ საქმეების გამოძიება უფრო ადრე უნდა დაეწყო, თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ამ ინიციატივის ფარგლებში კი, კომისიანაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნას და რეკომენდაციებს გაასაჯაროებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დღესაც ჩადის დანაშაულებებს, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს. მისი შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს, რომ არ ავნოს ქვეყანა და არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები.

ეს პროცესი ადრე იყო დასაწყები, მაგრამ ნაცმოძრაობის პატრონები გარედან, კერძოდ აშშ- და ევროპაში მოკალათებული წარმომადგენლები ამის საშუალებას არ იძლეოდნენ - როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება საქართველოში შეიცვალა, უნდა მომხდარიყო მათი პოლიტიკური გასამართლება - ეს აუცილებლობას წარმოადგენს იმითაც, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელმაც ჩაიდინა სისტემური დანაშაულები, ქუჩებში ხოცავდა მასობრივად ადამიანებს, ამავე დროს, ფაშისტური მეთოდებით ართმევდა ადამიანებს კერძო საკუთრებებს და რაც მთავარია, ჩაიდინა ყოვლადმიუტევებელი დანაშაული, როდესაც ჩაება 2008 წლის აგვისტოს ომში და ამით მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში აქცია ლტოლვილად და შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებს ჩადის ქვეყნისა და ერის წინააღმდეგ - ეს პროცესი არათუ დასაწყებია, ოდნავ დაგვიანებულიც კია, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არ ველოდები მასობრივ დაპატიმრებებს, რეპრესიებს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დანაშაულებებში მხილებულნი არიან და იცავენ გარე პატრონები, უნდა იყვნენ სამართლებრივად დასჯილები - მათ პოლიტიკაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აკრძალული, რომ არ ჰქონდეთ ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ყველა ნაბიჯი არალეგიტიმური იქნება, რადგან თავად ქართული ოცნების ხელისუფლებას არ გააჩნია ლეგიტიმაცია:

სამართლებრივ ჭრილში, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოქმედება არის არაკანონიერი. როდესაც ქვეყანაში მოქმედებს არალეგიტიმური ხელისუფლება და ფაქტობრივად, ახორციელებს ქვეყნის მართვას, ის აკონტროლებს ყველა სტრუქტურას, შესაძლებელია ყველანაირი მოქმედება, მათ შორის უკანონო მოქმედებებიც, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.

პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და პარლამენტში სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება და ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომები, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები, მე მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანუდოსელი ეს ნასომხარი ხმალაძე წყვეტს, ხელისუფლებას აქვს თუ არა ლეგიტიმაცია, თუ ქართველი ხალხი ირჩევს და ანიჭებს ლეგიტიმაციას??? for.ge, საიდან გამოჩიჩქნით ხოლმე ამ მოხუცებს, რომლებიც მთელი ცხოვრება სხვისი ხელის შემყურენი იყვნენ და დღესაც აგრძელებენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას.
9 საათის უკან
Gami ხმალაძე, ძაბირაძე მთელი ცხოვრება აგენტობას მოწყურებულები ვერ გახდნენ ვერავის აგენტი, იმიტომ რომ კრეტინები და ლუზერები, არაფრის მაქნისები იყვნენ და ეხლაც ასე არიან. იდიოტები და ფარჩაკები არავის უნდა. ეხლა დახრონცებულები, ბოღმით დაბრმავებულები ქაქში ტივტივებენ და ხანდახან ბუშტებს უშვებენ და ბუყბუყებენ. ფიზიკოსი ვერ გახდა ეს სირი და რაის ჩემის კონსტიტუციონალისტია?! ან ეს აქოთებული მაჩვი ძაბირაძე --- 37წელი დადგაო, დილიდან ჰკივის. გზის გადაკეტვის გამო, ხალხს ციხეში უშვებენო... უკუღმა კითხულობენ კონსტიტუციას და კანონებს. ჯათლახები.
8 საათის უკან