წყალწაღებული ოპოზიცია ზედაპირზე მანამ იტივტივებს, სანამ გაზაფხულის ნიაღვარი ბოლომდე არ ჩარეცხავს  

წყალწაღებული ოპოზიცია ზედაპირზე მანამ იტივტივებს, სანამ გაზაფხულის ნიაღვარი ბოლომდე არ ჩარეცხავს  

მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს დელეგაციას აპრილამდე უფლებამოსილების შენარჩუნება გარკვეული დათქმებით მისცა და მმართველმა გუნდმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭო დატოვა, ოპოზიცია ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ აპრილამდე საქართველოში ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს. უფრო მეტიც, ოპოზიციაში სერბეთის მაგალითის განმეორება სურთ და საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ, როგორც ტოპ კონტრიბუტორმა ჯგუფ „დაიტოვე“-ში დაწერა, რომ სერბეთის მაგალითის მსგავსად, თბილისშიც გზის მთავარი მაგისტრალები უნდა გადაიკეტოს.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ რუსთაველის გამზირზე მდგომი დემონსტრანტები მითითებებს, სწორედ ოპოზიციური პარტიებიდან იღებენ და დიდი ალბათობით, ამას გააგრძელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ „აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“.

„პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და „ქართული ოცნების“ კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს და არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, ბევრი სხვა მოთხოვნა არის, მათ შორის, იმ ძალოვანი უწყებების პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ძალადობაშია მხილებული. მანამდე მათ შეეზღუდებათ აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში მონაწილეობა. ვერანაირ მონიტორინგის ჯგუფებში ვერსად ვერ დაიკავებენ ვერანაირ პოზიციას, ანუ შეზღუდვები უკვე ამოქმედდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კონკრეტული ვადა, აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ არავითარი შანტაჟი ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას.

„ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. ვერავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას ვერ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას და მათ პატრონებს ისევ აქვთ იმედი, რომ ამ სამი და ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში რამეს მიაღწევენ. ოპოზიციას პოლიტიკური რესურსი კი ამოწურული აქვს, მაგრამ მათ აქვთ ჯერ კიდევ ფინანსური რესურსი, რისი საშუალებითაც ქვეყნის რყევას და ქუჩაში სიარულს არ შეწვეტენ.

„ევრპული საბჭოს გადაწყვეტილება სწორედ იმას ემსახურება, რომ „დიფ სთეითს“ და მათ ამფსონებს საქართველოში ისევ აქვთ იმედი, ამ გაზაფხულზე რაღაცას შეცვლიან. ოპოზიცია ჩვენ ქვეყანაში არის პოლიტიკურად გაბანკროტებული. ყველა რესურსი და შესაძლებლობა გაფლანგეს და ახლა ქუჩაში თავად ვეღარ გამოდიან. ჯგუფ „დაიტოვეში“ ხატია დეკანოიძის მოწოდებები ვნახეთ, რომ აი, სერბეთის მაგალითზე გზა დავკეტოთ და ა.შ. მაგისთვის ხომ ხალხი სჭირდებათ, ეს ხალხი კი ვერ გამოჰყავთ. მიუხედავად ამისა, მათი პატრონები არ ასვენებენ. ფული რომ აიღეს, შედეგი ხომ უნდა დადონ. ამ შედეგს ვერ დებენ, ამიტომ ხან ბრიუსელიდან ცდილობენ დახმარებას და იმედი აქვთ, რომ ქვეყნის შიგნით ეს რყევას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ 3 წლის მანძილზე დანის პირზე იარა, იმდენ რამეს გაუძლო და ისეთ ზეწოლას, რომ ამას ოპოზიცია კიდევ ვერ ათვიცნობიერებს. ამიტომ არ ისვენებენ, კი ბატონო, იქნება რაღაცა პერფორმანსები, დოის მსგავსი, რომელსაც არანაირ შედეგი არ მოჰყვება. ხელისუფლებას ვერ დაუმტკიცეს გაყალბება, ამიტომ არავინ ჰკითხავს ბრიუსელს საქართველოს მოსახლეობა არჩევანს ვისზე გააკეთებს“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის და მათი პატრონების გათვლა ახლა ერთ რამეზეა, რომ შიგნით ხელისუფლების ჩამოშლა მოხდეს. ბულინგით, შეურაცხყოფით და სხვა ხერხებით უნდათ, რომ ძალოვან სტრუქტურებში თუ სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები გადაიბირონ.

„როცა ხედავენ, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოდის, ამათი სათობეზე ხელისუფლებასთან გაკარება არ უნდათ. ამიტომ დაძრწიან ბრიუსელში და ევროსტრუქტურებში, რათა მათი ჭკუით ხელისუფლებაზე გავლენა და ზეწოლა ამ ფორმით მოახდინონ. რა მიიღეს სანქციებს სახით, გატყდა ვინმე? კი ბატონო, არიან საჯარო სექტორშიც ჩანერგილი ძველი, ნაციონალების მხარდამჭერი ხალხი, მაგრამ მათი ლუსტრაციაც მოხდა. ნელ-ნელა მათგანაც გაიწმინდება საჯარო სამსახურები და ეს იმედებიც გაუქრებათ. მათ ჰგონიათ, რომ ასე გარედან ზეწოლით სისტემა ჩამოიშლება. სადმე ვინმე პოლიტიკურ კრიზისს ხედავს - ხელისუფელბა ვერ მუშაობს, საჯარო სექტორები ვერ ფუნქციონირებს თუ რა ხდება? მარტო ესენი და მათი მხარდამჭერი, ისიც თითოოროლა კაცი დარბის ქუჩაში, იმათაც ყურადღებას არავინ აქცევს. ამიტომ ამ სამ თვეზეც დიდი იმედებს ნუ დაამყარებენ, დიდი არაფერი მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპასაც დიდი პრობლემები ელის და ბოლოს ჩვენთვისაც ვეღარ მოიცლიან. სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა დელეგაციამ. რომ დარჩენილიყვნენ, გამოვიდოდა, რომ ამ რეზოლუციას ეთანხმებიან, რაც სრული აბსურდია“, - ამბობს გვენეტაძე.

გოგი საოცარი მიგნებაა, წყალწაღებულ ოპოზიცია წყლის ზედაპირზე მოტოვტივეაო, ხოლო წყლის ზედაპირზე რაც ტივტივებს ეგ ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ.
8 საათის უკან