სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომლებთან ერთად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ილია ლ. ამხილეს.
ილია ლ-მ ბორჯომის რაიონში, ბორჯომი-თორის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრა 9,33 კუბ.მ წიწვოვანი ხე. სამართლადამცველებმა, სატვირთო ავტომობილზე დასატვირთად გამზადებული პირველადი გადამუშავების ხე-მასალა – სხვადასხვა დიამეტრის 7 მორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1026 ლარს შეადგენს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით).