მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად რას გააკეთებს, ჩემთვის ეს კითხვა ასე ხმოვანდება - რასაც მათ დაავალებენ

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად რას გააკეთებს, ჩემთვის ეს კითხვა ასე ხმოვანდება - რასაც მათ დაავალებენ

უხერხულია, უკვე სალომე ზურაბიშვილის კომენტარებისა და პოზიციონირების შეფასება. გულწრფელად თანავუგრძნობ. ერთ დროს ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით, საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს გულწრფელად თანავუგრძნობ მისი ემოციური მდგომარეობის გამო. ოპოზიცია ან ის, მათთან ერთად, რას გააკეთებს, ჩემთვის ეს კითხვა ასე ხმოვანდება - რასაც მათ დაავალებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის სამომავლო თანამშრომლობა როგორ განვითარდება, მდინარაძემ აღნიშნა, რომ იმოქმედებენ ისე, რასაც „მათ დაავალებენ“.

„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. არ მინდა, უხეში ტერმინოლოგია გამოვიყენო. გუშინ ვთქვი - „... თავისუფალია“ და პირველი სიტყვა გამოვტოვე, მაინც ქალს შეეხება. მეც ვცდილობ, კორექტულობა შევინარჩუნო.

რა ქნა, იცით? გუშინ თუ დააკვირდით? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, მოვიკითხე, ხომ არ წაიღო-თქო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირადად ვკითხე და დატოვებული აქვს. როგორც ჩანს, თავის დროზე სათადარიგო ჰქონდათ დამზადებული, ან სადღაც დაბეჭდა პრეზიდენტის დროშის სტილის შტანდარტი და დაიდგა უკან. გამოდის და იძახის, „მე ვარ პრეზიდენტი!“ ნუ, საოცრებაა! უხერხულია, უკვე მისი კომენტარებისა და პოზიციონირების შეფასება. გულწრფელად თანავუგრძნობ. ერთ დროს ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით, საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს გულწრფელად თანავუგრძნობ მისი ემოციური მდგომარეობის გამო. ოპოზიცია ან ის, მათთან ერთად, რას გააკეთებს, ჩემთვის ეს კითხვა ასე ხმოვანდება - რას დაავალებენ მათ.

დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, ვერც ერთ ნაბიჯს ეს ადამიანები დამოუკიდებლად ვერ დგამენ, ჩემთვის მაგალითი იყო ხაზარაძე და გახარია სალომე ზურაბიშვილთან. სამივე მათი ხალხი იყო - ზურაბიშვილი, ხაზარაძეც და გახარიაც, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და რამდენჯერმე გამოვიდნენ გარეთ, რომ საკუთარ პატრონებთან დაერეკათ - რა პასუხი გაეცათ ერთმანეთისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ჯაშუშის ხვედრი ისაა, რომ ყოველთვის ვიღაცას რაღაც უნდა ჰკითხოს.