უილსონმა დაგვიბარა...

უილსონმა დაგვიბარა...

ამერიკელი კონგრესმენის და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას გარკვეული შეფასებები მოჰყვა საქართველოში. კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ უილსონის ეს განცხადება წარმოადგენს მის შეხედულებას და არ შეიძლება ის გაიგივდეს, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია. ანჯაფარიძის შეფასევითვე, უილსონის ეს კონკრეტული განცხადება შესაძლოა ემსახურებოდეს ქართული ოცნების დაშინების პოლიტიკას.

ჯო უილსონის ეს განცხადება არის ჯო უილსონის განცხადება და არ შეიძლება ეს განვიხილოთ იმის მოდელირებად, რას გააკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია, როდესაც ხელისუფლებას ჩაიბარებს - ეს არის უილსონის სურვილი და განზრახვა, რომ ქართული ოცნება დააშინოს ან ოპოზიციას სტიმული მისცეს. ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაცია შეისწავლის საქართველოსთან ურთიერთობების მთელ სპექტრს და ამის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მალე არ მოხდება, რადგან აშშ- ადმინისტრაციას ჯერ კიდევ ბევრი, გაცილებით პრიორიტეტული საკითხები აქვს დღის წესრიგში.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ დაინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრციდან ევრაზიული რეგიონის კურატორად - მნიშვნელობა აქვს თუ ვინ როგორ მიუდგება ამ საკითხ, რომ შემდეგ, ზემდგომ სტრუქტურებს მიაწოდონ ინფორმაცია თუ რასთან გაქვს საქმე, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის განმარტებით, აშშ ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და იმოქმედებს მომავალშიც: უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ ყოველთვის იმოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე; აშშ საქართველოს მეგობარი, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ესმის, არასდროს ყოფილა - ის უბრალოდ ათასობით კილომეტრით დაშორებულ საქართველოს იყენებდა რეგიონში, როგორც საკუთარი ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მას ეს კარგად გამოსდიოდა, რადგან ის ხელისფლება ყველა სურვილს თუ დაკვეთას უსრულებდა - ქართული ოცნების შემთხვევაში ეს ასე არ გამოდის. შესაბამისად, ურთიერთობები ნელ-ნელა იძაბებოდა და მიაღწია კულმინაციას მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და აშშ-მა საქართველოსგან მოითხოვა ომში ჩაბმა, რაზეც მიიღო უარი და ამან ურთიერთიერთობები გააფუჭა. ამას დაერთო ცნობილი კანონების მიღება - ამით მოქმედების არეალი შეეზღუდა აშშ- პროქსი ძალას, რომელიც წარმოდგენილია ენჯეო სექტორით. ეს ყველაფერი დაგროვდა და იფეთქა სანქციებით და სადამსჯელო ღონისძიებების სახით.

ხელისუფლების ზეოპტიმისტური ნარატივი, რომ 20 იანვრის შემდეგ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, არ მგონია მთლად გამართლებული. სულ მცირე, 4-5 თვე მაინც უნდა გავიდეს, ვიდრე აშშ- ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ პოზიციებს ჩამოაყალიებებს. რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებს ქართული ოცნება“, რომ 20 იანვრის შემდეგ მოხდება ურთიერთოებების მყისიერი გადატვირთვა, მით უფრო უკეთესი იქნება, რადგან მოსახლეობას არარეალისტური იმედები არ გაუჩნდება, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძე ელოდება, რომ უშუალოდ 20 იანვრამდე, სანამ აშშ- ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაუდგება, მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყველაფერს გააკეთებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაუარესებლად:ველოდები, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დონალდ ტრამპს საქართველოსთან მიმართებაში დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა: შემოიღოს დამატებითი სანქციები, სავიზო შეზღუდვები კონკრეტულ, ოფიციალურ პირებზე და მაქსიმალურად გააფუჭოს ქართულ-ამერიკული ურთიერთიბები. როგორც ჩანს, ის პოლიტიკა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან მიმართებაში, რომ ყველაფერში არ გაჰყვეს მას და ყველაფერში არ დაემორჩილოს, შეფასებული იქნა როგორც დასავლური ინტერესების ღალატი. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა დამოკიდებულება, რომ ეს ხელისუფლება მათ არ აწყობთ - ამას შემდეგ მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტად გამოუთხარონ ძირი, - დასძინა ანჯაფარიძემ.

ამასთან, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს: „ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება, - დაწერა უილსონმა.

Gami ასგზის მართალია ანჯაფარიძე.
14 საათის უკან
Aburjga Tasmanieli სულ ვწერდი ამ ჰელსინკის კომისიაზე, ყველგან ვწერდი, რომ ამაზე თახსირი და დესტრუქციული ორგანიზაცია დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება. ამდენი უნამუსო და მტარვალი თან პარაზიტი, ფულზე გაყიდული ერთ ორგანიზაციაში ეს მეტიმეტია!
3 საათის უკან