„როდესაც უცხოელი ბიზნესმენები ნახავენ, რომ ოთხი ოპოზიციური პარტია ატარებს არჩევნებს, მათ ექნებათ იმის განცდა, რომ ეს ქვეყანა წესრიგზეა ორიენტირებული?!“

„როდესაც უცხოელი ბიზნესმენები ნახავენ, რომ ოთხი ოპოზიციური პარტია ატარებს არჩევნებს, მათ ექნებათ იმის განცდა, რომ ეს ქვეყანა წესრიგზეა ორიენტირებული?!“

ოპოზიციისა და 29 დეკემბრამდე მათი დროებითი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის თვითშემოქმედება გრძელდება. ისინი არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკობენ.

ახალი არჩევნების მოსურნე ნიკა გვარამიას შემდეგ ე.წ. თვითნებური არჩევნების იდეას საქართველოს მოსახლეობას თავს ახვევს ეკა გიგაურიც. ის ამბობს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნეიტრალური ცესკოს და სამართალდამცავი უწყებების პირობებში. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი არაფრად მიიჩნევს კანონმდებლობას არჩევნების ჩატარების წესის შესახებ და ამბობს, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია კი ამტკიცებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ქართული ოცნების გარეშეც შესაძლებელია.

ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, რომ ხალხს პროცესი დაანახოს, - ასეთნაირად ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ზურაბიშვილის იდეას საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ახალ არჩევნებს მოამზადებს. ვოლსკის თქმით, ზურაბიშვილს ჰქონდა თავის დროზე წინადადება, რომ შეექმნათ ტექნიკური მთავრობა, ჩრდილოვანი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინათ და ახლაც ამ იდეაში არაფერი დევს, გარდა დესტრუქციისა, რომელიც კონსტიტუციას უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ. ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში, აგენტურის ინსტრუმენტია და ხავსს ეპოტინებიან. იონათამიშვილის თქმით, მომდევნო არჩევნები ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება და ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგს თუ გააგრძელებს, კომიკურ სიტუაციაში ჩავარდება.

პარლამენტის დათხოვნის არც სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება,-ამბობს რატი იონათამიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ყველას ახსოვს, რა ბედიც ეწია ზურაბიშვილის ე.წ. ქართულ ქარტიას, ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. საბჭოს, რომელსაც ახლა ქმნიან. ეს კი ადასტურებს, რომ მათი ევროპელობა ფასადია და მეტი არაფერი.

ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, ზურაბიშვილს რომ შეძლებოდა პარლამენტის დათხოვნა, აქამდეც ცხრაჯერ დაითხოვდა. ახლა პანიკა აქვს, იცის, რომ 29 დეკემბრის შემდეგ მას თავს დაესხმება კოლექტიური ნაცმოძრაობა და შეიძლება ისევ ხელისუფლების დასაცავი გახდეს.

როგორ შეიძლება, რადიკალებმა ქართული ოცნების გარეშე ჩაატარონ ე.წ. ახალი არჩევნები?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე მილიონი ჯდება არჩევნების ჩატარება, 17-18 მილიონზეა საუბარი, აქ ორნიშნა ციფრია და, ცხადია, არჩევნების ჩატარება ამ თანხების მობილიზებასაც გულისხმობს. საკითხავია, საიდან აქვთ ოპოზიციონრებს ამდენი თანხა? ამავე დროს, არჩევნების ჩატარება ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურსებსაც გულისხმობს. რაც მთავარია, გულისხმობს იურიდიულ რესურსს, საინტერესოა, როგორ და რის საფუძველზე ატარებენ არჩევნებს?! სხვათა შორის, ირაკლი კობახიძეც შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები გაუქმდება მხოლოდ კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. არის კი ეს პირობები დღეს მოცემული?!

ამასთან, ეკონომიკური ფაქტორია მნიშვნელოვანი. ოპოზიციის მიტინგებმა დღეს უკვე ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო ტურისტული ბიზნესი საქართველოში, კერძოდ, სასტუმროები, აღარ ჩამოდის ხალხი. რასაც უყურებენ ეკრანზე, აქედან გამომდინარე, აღარ ჩამოდიან. როდესაც უცხოელი ბიზნესმენები ნახავენ, რომ ხელისუფლება კი არ ატარებს პროცედურებს, არამედ ოთხი ოპოზიციური პარტია, მათ ექნებათ იმის განცდა, რომ ეს ქვეყანა წესრიგზეა ორიენტირებული?! უცხოელი სტუმრები ხომ იმიტომ არ ჩამოდიან, რომ უწესრიგობას ხედავენ ეკრანზე, მოუწესრიგებელ ქვეყანაში არ უნდათ ჩამოსვლა. მოუწესრიგებლობის განცდა ხომ გაიზრდება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია წამოაყენებს, არიქა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნებიო. ოპოზიციის მხრიდან ეს უპრეცედენტოდ დაუნდობელი დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, -აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ახალ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვური თამაშია.

ამას ჰქვია ბავშვური თამაში, ქვიშაში იქნება, თუ საბავშვო ბაღში, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, მაგრამ ზურაბიშვილს შეუძლია, 29 დეკემბრის შემდეგ ვაგზლის მოედანზე, სადაც არის ლელოს ოფისი, გნებავთ სხვა ნაცოპოზიციის ოფისში განლაგდეს თავის ე.წ. მინისტრებთან და ე.წ. მთავრობასთან ერთად, დანიშნონ ე.წ. არჩევნები, ე.წ. ლენინურ-კომკავშირული საბჭოები და გააგრძელონ ტრაგიკომიკური და დასაცინი საქმიანობა. აქ სერიოზულობა შეუძლებელია იყოს. მათი მხრიდან ეს არის სამარცხვინო აქტივობა, მეტი არაფერი.

 

 

 

დოი ღმერთმა დაგვფაროს ამათი მობრუნებისგან,ტერორი და წილების წართმევა მერე ნახეთ....
11 საათის უკან
ლაზი გიგაურს უთქვამს, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნეიტრალური ცესკოს და სამართალდამცავი უწყებების პირობებშიო, სადაც ცსკო-ს თავმჯდომარე იქნება გრიგორიადისი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას, სპეციალურად ამ მიზნით უხელმძღვანელებს, სვანეთის სპეცოპერციის წარჩინებული, ნამინისტრალი ბარამიძე. აი, მაშინ ნახეთ, დემოკრატია, ტოლერანტობა და სუვერენიტეტი.
ტაში კუკური.
11 საათის უკან