სამწუხაროა, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეზარება მოვლენების მიმდინარეობაზე ყურადღების კონცენტრირებით სწორი დასკვნების გაკეთება და რეალობის შეფასების საფუძველზე ადეკვატურად მოქმედება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამით სარგებლობს საზოგადოების ის ვიწრო ელიტარული წრე, რომელიც მერკანტელური მოტივებით ქვეყნის ძირეული ინტერესების გაყიდვის გზით უცხო ძალის სამსახურში აშკარად დგება და თან იმასაც ახერხებს, რომ სწორედ იმ ზემოთ აღნიშნული კატეგორიის ხალხის თვალში ქვეყანაზე მზრუნველი პატრიოტის სახელსაც ინარჩუნებს.
სხვა საფუძველი რა უნდა არსებობდეს იმისა, რომ საქართველოს ყოველ მხრივ დამაქცევარნი, ან დაქცევის პოლიტიკის მიმდევარნი ჯერ კიდევ გარკვეული საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ, სახელმწიფო მმართველობის სათავეებში სხედან და ქვეყნის გაპარტახების იმავე პოლიტიკას ატარებენ, ან ამ პოლიტიკას გუნდრუკს უკმევენ.
მიმდინარე პროცესებში გაურკვევლობა, ან ქვეყნის ბედისადმი ნიჰილისტური განწყობა სახელმწიფოსა და ერის მომავლისათვის დაღუპვის მომასწავებელია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად, რომ რაც შეიძლება მეტი იწერებოდეს და ითქმებოდეს მასმედიაში იმ რეალური ვითარების შესახებ, რაშიც ქვეყანა იმყოფება. ეს კი მხოლოდ ანგაჟირებული ლიბერალისტური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისა და ტიპაჟების მონოლოგებით ან მათ შორის ყალბი დებატების მოწყობით ვერ განხორციელდება.
უნდა შეწყდეს ნაცრეჟიმის მიერ დამკვიდრებული 10 წლიანი იდეოლოგიზირებული სტერეოტიპებით საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომლითაც ეს ფსევდოდემოკრატიის შუქურები განსხვავებულ აზრსა და მის მატარებელებს ქვეყნის მტრის ხატად წარმოაჩენდნენ და საშინელ ანტიდემოკრატიულ, შიშის ატმოსფეროს ქმნიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალადობრივი და საინფორმაციო ომი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მისი ფსიქომენტალობის შესაცვლელად. ამას ურცხვად აღიარებდენენ კიდეც სააკაშვილი და მისი ბანდა და სამწუხაროდ, ახალგაზრდობის ნაწილში ეს მოახერხეს კიდეც.
ხელისუფლების დაკარგვის შემდგომ კი ნაციდეოლოგები ცდილობდნენ საკუთარი პოლიტიკური კონცეფციის კონსტიტუციურად დაკანონებას, როცა პარლამენტს აიძულებედნენ მიეღოთ ისეთი კონსტიტუციური მუხლი, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი იქნებოდა ერთადერთი და შეუცვლელი. ამით, რამხელა აბსურდის წინაშე აყენებდნენ ქვეყნის მომავალს, ამას არც კი უფიქრდებოდნენ.
მსოფლიოში აღიარებული პრინციპია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მისი ინტერესები და ეს ინტერესები სახელმწიფოებისა თუ სახელმწიფოთა გაერთიანების მიმართ შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარემოებათა გამო. ამ ვაჟბატონებს კი კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერით სურდათ თავიანთი ოკეანისგაღმელი პატრონების წინაშე თავიანთი ერთგულების დამტკიცება, ხოლო ამ ერთგულების საფასური რომ საკუთარი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობასა, კეთილდღეობასა და მომავალზე უარის თქმა უნდა ყოფილიყო, ამას არაფრად აგდებდნენ.
საქართველოს კეთილდღეობა და მომავალი კი ნამდვილად არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ზესახელმწიფოებრივ კონგლომერატთან ევროკავშირის სახით, რომელშიც არ იქნება ნაციონალური სახელმწიფოები, დაკნინდება ერები, როგორც ეროვნულ -კულტურული ეთნიკური ფენომენი, დავიწყებას მიეცემა კაცობრიობის ათასწლოვანი ცივილიზაციის ნორმები და ღირებულებები და იქნება მხოლოდ საერთო ეკონომიკური სივრცე, რომელსაც ეყოლება საერთო მთავრობა.
მასში გაბატონდება პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ლიბეროდემოკრატია. მისი მთავარი ფასეულობა იქნება ადამიანი, არა როგორც მრავალათასწლოვანი ცივილიზაციის ქმნილება, არამედ მისი პრიმიტიული ინსტიქტების პრიორიტეტულად ამღიარებელი, ბიორობოტად ქცეული არსება. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ანტიქრისტიანული სამყარო, რომელსაც არაფერი ექნება საერთო როგორც ანტიკურ, ისე ქრისტიანულ ევროპასთან.
ტყუილად არ გამოაცხადა ბჟეზინსკიმ მართლმადიდებლობა დასავლეთის ნომერ პირველ მტრად. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონე ერები: ბელორუსების, უკრაინელების, რუსებისა და ქართველების სახით ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულ კულტურულ ერთობას, ცივილიზაციას წარმოადგენენ, რომლებიც თავიანთი ისტორიის მანძილზე საკუთარ ცივილიზაციურ სივრცეს თავგანწირულად იცავდნენ განსხვავებული ცივილიზაციის მქონე ეთნოსების შემოსევებისგან და უფრო მეტიც, როცა შესაძლებლობა ჰქონდათ აფართოებდნენ კიდეც საკუთარი ცივილიზაციის ტერიტორიულ საზღვრებს.
ამის შესახებ კარგად იცის ევროკავშირის ემისარმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმაც. სწორედ ამიტომაც ბრძანა ამ ცოტა ხნის წინ: ”თქვენ გექნებათ ბევრი გამოწვევა იმ ადამიანებისგან, რომლებიც განსაკუთრებით საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, ქართულ სტანდარტებზე, იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა და ტოლერანტობა” და მოუწოდა ევრორეზიდენტურ ორგანიზაციებს არასამთავროების სახით, რომ დიდი შრომა გასწიონ ევროპის საწინააღმდეგო პოზიციებთან დაპირისპირებისას.
ის რომ,დასავლური ცივილიზაცია, როგორც კაცობრიობის კულტურული და ეთნიკური ნაწილი, ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას, ეს უკვე ფაქტია. ევროკავშირის პარლამენტმა მოიწონა მოხსენება, რომელშიც წამოყენებულია წინადადება, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ცნოს ჰომოსექსუალური ერთსქესიანი ქორწინებები და სამოქალაქო კავშირები. როგორც თავის კომენტარში ამბობს ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია: ” ეს ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები იძულებული იქნებიან აღიარონ ერთსქესიანი კავშირები, როგორც ქორწინების ექვივალენტური, მაშინაც კი, თუ ეს არ შეესაბამება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობას”. წყარო: http://www.cnlnews.tv/2010/11/29/unisexual/
ბრალდება იმისა, რომ საქართველოში ვინმე მამათმავლების უფლებებს ზღუდავს, არის სრული დემაგოგია. არავინ არავის უკანალს არ აკონტროლებს, მაგრამ მათ უკანალწამოხდილ სირბილს ქუჩაში და უზნეობის აშკარა პროპაგანდას ქვეყანაში ყველა ნორმალური ქართველი უნდა შეეწინაღმდეგოს.
ამიტომ ეს არის არა ”პრავასლავნიკური” ფანატიზმი, რა ყალბი ბრალდებითაც ჩვენს ლიბერტიანელებს სურთ პოლიტიკური ელფერი შესძინონ ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის დამცველ ადამიანებს, არამედ, პირიქით, დასავლური უზნეობისადმი სამარცხვინო მიმდევრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ვინც ფიქრობს რომ სექსუალური აღვირახსნილობის თავისუფლება, რაც სამწუხაროდ დასავლურ ღირებულებად იქცა, არის რაიმე საკაცობრიო მნიშვნელობის იდეალი, ამაში ძალიან ცდება. ეროვნულ-ზნეობრივი კრიტერიუმების შელახვის ხარჯზე ხორციელდება ეგოისტური ვნებების დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა, სექსუალური გარყვნილება, ოჯახური ფასეულობების აბუჩად აგდება, რაც კულტუროლოგიური და დემოგრაფიული გადაშენების წინაშე აყენებს დასავლეთის უამრავ სახელმწიფოს. მწარე რეალობის წინაშე დგას დასავლური სამყარო. ზნეობრივი ორიენტირების დამკარგავი მისი ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა -აღზრდისთვის შრომის გაწევა აღარ სურს, რაც საერთო ჯამში, ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოსპობის საფუძველი გახდება. სწორედ ამ მიზეზებით გამოწვეული შობადობის უარყოფითი კოეფიცენტი იძულებულნი არიან დასავლეთის ქვეყნებმა გამოასწორონ აზიასა და აფრიკიდან უკონტროლო ემიგრაციის დაშვებით.
მეცნიერ-დემოგრაფთა გამოკვლევებით, თუ დასავლურ ქვეყნებში რეპროდუქციულ პროცესებში არაფერი შეიცვლება, მაშინ უახლოეს ათწლეულებში დასავლეთის მოსახლეობას ემუქრება სრული ისლამიზაცია. ისლამიზაციის საფრთხის წინაშე განსაკუთრებით დადგა საფრანგეთი, სადაც უკვე, წლიურად 200 ათასი ისლამისტი ემიგრანტი შედის, 2 200 მეჩეთი ფუნქციონირებს და თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფთა გათვლებით 50 წელიწადში ისლამური სახელმწიფო გახდება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საჭიროა გადაიხედოს ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა აფრიკელების მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ისლამისა და დემოკრატიის ერთობლივად არსებობის შესაძლებლობა.
საფრანგეთი დიდი ხნის მანძილზე ჩამოსახლებულთა ასიმილaციას ახორციელებდა, მაგრამ უკანასკნელ წლებში შეიქმნა ვითარება, როცა ასიმილირებას სთავაზობენ პირიქით, მკვიდრ მოსახლეობას ჩამოსულებთან. მინისტრის აზრით: ”ისინი ცდილობენ დამკვიდრდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, სკოლებში, საზოგადოებებში, ახორციელებენ მთელი ოჯახებისათვის ტვინების გამორეცხვას”. ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც აიძულებს წევრ სახელმწიფოებს უცხოელების მიმართ ადაპტირებისაკენ. ეს ყველაფერი კი ფინანსდება საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ისლამური სახელმწიფოების მიერ. წყარო: http://www.pravda.ru/world/europe/european/22-08-2013/1170841-islamizatsiya-0/
უსაფუძვლოდ არ უწინასწარმეტყველებია ლიბიის აწ მოკლულ ლიდერს კადაფს, რომ ალაჰის ნებით მშვიდობიანი გზით მიმდინარეობს ევროპის გამუსულმანება და ეს არის სასჯელი ჯვაროსანი ევროპელებისა იმ ბოროტებაზე, რაც მათ აზიის ისლამურ მიწაზე ჩაიდინესო. ქვემოთ მითითებულ ვიდეო-ფილმებში დოკუმენტურად არის ნაჩვენები საფრანგეთისა და მთელი ევროპის კატასტროფული აწყმო და მომავალი. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gD8ft0ako3k http://www.youtube.com/watch?v=Dnl_hPKhcXw&feature=related
ხოლო, საქართველო, თავისი მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ამგვარი პოლიტიკის შედეგად მისი თვითმყოფადობის მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე უფრო სწრაფად დადგება, რაც იქნება აზია-აფრიკიდან ემიგრანტთა მასობრივი შემოდინების ხელშეწყობის შედეგი, რომლებიც ეუფლებიან საქართველოს სასიცოცხლო სივრცეს შემდგომში კულტურული და პოლიტიკური ავტონომიების მოთხოვნითა და დამღუპველი ეთნოკონფლიქტების რეალური საშიშროებით, რაც ბოლო ათწლეულებში უამრავჯერ ვიწვნიეთ.
ამიტომ, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა მოითხოვს, რომ იმ დასავლური კონვენციების ქრესტომათიულად გატარების პოლიტიკა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ განვითარებას, უარყოფილი უნდა იქნას, თორემ ერის ნებაყოფლობით თვითმკვლელობაზე აწერს ხელს ის ხელისუფლება, რომელიც განაგრძობს ე.წ. თავისუფალი სამყაროს ინსტრუქციების აღსრულებას ერთადერთი მიზნით, რომ ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე მოიპოვოს დასავლეთის ლიდერთა მოწყალება.
სექსუალური თანაცხოვრება ერთი სქესის წევრებს შორის არის კაცობრიობის ახალი შავი ჭირი, უდიდესი ცოდვა და ”სიკვდილის კულტურა”. ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო ჯოჯოხეთი, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“.
დასავლეთის ჭკუისშემარყეველ ახალ ინიციატივებზეც მინდა მივმართო თქვენი ყურადღება. მსოფლიოში ავტორიტეტულმა ამერიკულმა ფსიქიატრიულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა ახალი რედაქცია: ”სახელმძღვანელო ფსიქიატრიული აშლილობის დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის შესახებ”, რომელიც გვამცნობს რომ ”პედოფილური სექსუალური ორიენტაცია” აღარ განიხილება, როგორც ავადმყოფობა. ეს ცვლილება სპეციალისტების მიერ მეტად საშიშად არის მიჩნეული, რადგან პრაქტიკაში ის გამოიწვევს არასრულწლოვანის თანხმობის შემთხვევაში ამგვარი სექსუალური ქცევის დეკრიმინალიზაციას და ამ საკითხისადმი მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულებაზე გავლენას მოახდენს. წყარო: http://www.familypolicy.ru/read/1810
ამის შედეგმაც არ დააყოვნა, რაც ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციით დასტურდება: ”იტალიის საკასაციო სასამართლომ მიიღო სენსაციური გადაწყვეტილება, მოუხსნა რა ყველა ბრალდება ასაკოვან მამაკაცს, რომელსაც ბრალი მცირეწლოვანი ბავშვის გახრწნაში-პედოფილიაში ედებოდა. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს რომ 60 წლის სოციალურ მუშაკს პიეტრო ლამბერტისა და 11 წლის გოგონას შორის ჩამოყალიბდა ნამდვილი, ხალასი გრძნობა.
წყვილის "სიყვარულის ამბავი" ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ლამბერტიმ მეურვეობა დააწესა მოსწავლე გოგონაზე, გაჭირვებული ოჯახიდან. იმავე ზაფხულს, "შეყვარებულებს" ლოგინში წაასწრეს მამაკაცის აგარაკზე.
ლამბერტის 5 წლით პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა იტალიის საკასაციო სასამართლომ გაამართლა პედოფლიაში ბრალდებული. ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. წყარო: http://geworld.ge/ViewGE.php?G=8033&lang=ge
არ უარვყოფ, პედოფილებისთვის მსუბუქი სასჯელების გამოტანა რუსეთის სასამართლოშიც ხდება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ფართო საზოგადოებრივ სკანდალსა და მოსამართლეთა წინააღმდეგ დიდ რისხვას იწვევს, რის გამოც საქმეების თავიდან განხილვა და დამნაშავის სათანადოდ დასჯაც ხშირად ხორციელდება.
ზემოთ აღნიშნულ შეშფოთებას თავისი რეალური საფუძველი გააჩნია. სწორედ ამ ფსიქიატრიულმა ასოციაციამ 1991 წელს ჰომოსექსუალური ორიენტაცია ფსიქიკური აშლილობის სიიდან ამოშალა და ამის შემდეგ რა მასობრივი სახე მიეცა კაცობრიობის ამ სამარცხვინო სენს, ყველა ვხედავთ. ზოგიერთი ცრუ ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 15% ბუნებრივად არის ამგვარი გენეტიკური გადახრის მქონეო. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მილიონიანი გეიაღლუმები იმართება, მრავალწლიანი ლგბტ პროპაგანდის შემდგომ სექსუალური უმცირესობის რაოდენობა უკვე მოსახლეობის 15% -ზეც იყოს ასული. იმ პერიოდში კი, როცა ამგვარი საქციელი დანაშაულებრივად და სამარცხვინოდ იყო მიჩნეული, მამათმავლების რაოდენობა პროცენტის მეთედებში განისაზღვრებოდა.
ჰომოსექსულიზმისა და საერთოდ სექსუალური აღვირახსნილობის თემის სერიოზულობის მიმართ ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, ვურჩევთ გახსნას ქვემოთ მითითებული ლინკი და დარწმუნებული ვარ, თუ საღი აღქმის უნარი შერჩენია, ევროპის ზნეობრივ დაცემას თავადაც გაიცნობიერებს: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=MmlNtaC9ihM#at=70
მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი და რუსეთის ქალაქების ქუჩებში კანონიერად აიკრძალა სოდომ-გომორის მოციქულების პარპაში. სამწუხაროდ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს.
იმედია, რომ ისეთი დიდი ქვეყნის მიერ, როგორიც რუსეთია, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პოლიტიკა სამაგალითო გახდება კაცობრიობისათვის და განსაკუთრებით დასავლური ცივილიზაციისათვის, რომელიც ამ მასობრივი გარყვნილებით აშკარად თვითმკვლელობის გზაზეა შემდგარი.
ადამიანის პოლიტიკურ და სოციალურ უფლებათა ევროპის კონვენციის 21-ე მუხლში აღნიშნულია, რომ: ”მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”
ამ კონვენციაზე საქართველოც არის შეერთებული და მოცემულ მუხლზე დაყრდნობით სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პრინციპული გადაწყვეტილება მიიღოს და კანონით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალოს.
მეორე გზა ეს არის ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირება, რაც. დიდი ვარაუდით, ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდება ”ქართულ ოცნებას”, ასეთ შემთხვევაში, უპრიანი იქნება, თუ სახელისუფლო კოალიციას, უბრალოდ, ”ლიბერალისტური ოცნება” დაერქმევა, რადგან სახელმწიფოებრივ დონეზე გარყვნილებისა და უზნეობის მხარდაჭერა და დაცვა, რაც არ უნდა ლამაზი მოტივით შეინიღბოს, ქართული ოცნება ნამდვილად არ არის.
დასავლეთთან დაკავშირებით აუცილებლად განსახილებლად მიმაჩნია ერთი თემაც, რომელიც მოსახლეობის ჩიპიზაციის სახელით არის ცნობილი. ეს არის ადამიანის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიური სიტემები, რომელთა გამოყენებით მსოფლიოს გლობალიზატორებს უჩნდებათ დიდი შანსი, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური მიღწევები აქციონ ხალხის დამორჩილების მთავარ ინსტრუმენტად.
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი აარონ რუსო თავის უკანასკნელ ინტერვიუში, (ის სწორედ ამ ინტერვიუს გავრცელების შემდგომ რამდენიმე თვეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა) სადაც როკფელერების ოჯახის წევრთან საუბრის შინაარსს გადმოსცემს, ამბობს, რომ აღნიშნული ჩიპების საყოველთად დანერგვის შემდეგ ნაღდი ფულის ბრუნვა აიკრძალება და ადამიანების ფინანსების ანგარიშები ამ ჩიპებში იქნება ჩაწერილი. მთავრობისთვის არასაიმედო ინდივიდებს გაუყინავენ ანგარიშებს და ისინი საშიმშილოდ იქნებიან განწირულნი, რაც ნიშნავს, რომ ამგვარი ფინანსური ტერორის ქვეშ ადამიანებს ხელისუფლების უკანონობის წინაღმდეგ ბრძოლის არანაირი საშუალება აღარ დარჩებათ. აქედან გამომდინარე, საშიშროება რეალურია, თუ მთელი მსოფლიო ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის ბატონობის ქვეშ მოექცევა, რომელსაც აბსოლუტური, სრულიად უკონტროლო ძალაუფლება ექნება უზურპირებული, რომლის საშუალებითაც თავისუფლად შეძლებს კაცობრიობა საკონცენტრაციო ბანაკის სტილის რეჟიმში დააკაბალოს. ამავე დროს, აღნიშნულ ჩიპებს ადამიანის ტვინზე ფსიქოტრონული ზემოქმედების საშუალებებიც ექნება, რაც მას მართვად ბიორობოტად აქცევს, ხოლო ხალხს ბიომასად, რომლის ფიზიკური განადგურების კოდიც გლობალიზატორ-მმართველთა ხელში აღმოჩნდება.
ქართველებმა დასავლეთის აღიარებული პროექტის, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უშუალოდ გამოვცადეთ დასავლური ექსპერიმენტის ეს ”სიკეთეები”. ამიტომ, ამგვარი ბოროტების ხელშემწყობი ძალებისაგან, მითუმეტეს, მათ უფრო უარესი ბოროტებებიც აქვთ ჩადენილი, (მათ შესახებ გვექნება საუბარი), არ უნდა გაგვიკვირდეს ბევრად მასშტაბური საშინელი გეგმების შემუშავება, რომლებსაც აუცილებლად განახორცილებდნენ, მსოფლიო მრავალპოლარული რომ არ გამხდარიყო და დასავლეთის საბანკო კარტელებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების გაუმაძღრობასა და განუკითახაობას წინ რომ არ გადაღობებოდა ახალი გეოპოლიტიკური ჰეგემონი ქვეყნები ჩინეთისა და რუსეთის სახით. იხილეთ აარონ რუსოს უკანასკნელი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი - http://rutube.ru/video/0323b11a773a99ff82a92747672553fc/
რობერტ მოკნი, აშშ-ის სახდეპარტამენტის უშიშროების განყოფილების შეფი, სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივებით მომხრეა, რომ არათუ ამერიკელების ბომეტრიული იდენტიფიკაციის სიტემაში ჩართვა მოხდეს, არამედ, ამერიკაში ჩასული უცხო პირებისაც. ასე რომ, სახელმწიფო ხელშეწყობით ჩიპების გავრცელება ინტენსიურად ხორციელდება აშშ-ში, რის შესახებაც გვამცნობს ეს ვიდეოფილმი: http://rutube.ru/video/c34095af3dd6b2f8fa7f3d7834695346/
ამავე დროს, ადამიანის სხეულში ჩიპების ინპლატაციასთან დაკავშირებით არსებობს ქრიასტიანული კონფესიების საკმაოდ მძაფრი წინააღმდეგობაც, რაც ეფუძნება იოანეს გამოცხადების მე-13 თავში გამოთქმულ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს: ”და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი”.
ყურადსაღებია ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის გზავნილი, რომელიც რიცხვ 666-ს და ელექტრონულ ბარათებს ეხება: ”ჩვენ, როგორც სახელმწიფო და საზოგადოება ვიღებთ ცხოვრების ისეთ წყობას და კანონებს, რომელთაც პრაქტიკულად მივყავართ სახელმწიფოში იმგვარი ელექტრონული სისტემის დანერგვისკენ, სადაც ძირითად ელემენტად კოდური რიცხვი 666 გვევლინება – ხომ არ არის ეს ღვთის სიტყვის უგულვებელყოფა? ამ ყოველივეს ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხი პროვოკაციის გზით ცდუნებისკენ ხომ არ მიჰყავს? მივმართოთ ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებმაც თუმც გამოაცხადეს საკუთარი თავი დემოკრატიულ ქვეყნებად, მაგრამ მათი უმეტესობა რელიგიურად მაინც ქრისტიანულ ქვეყნებად ითვლებიან - ქრისტიანული კულტურით, ამ ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა აღძრან რიცხვ 666-ის ცენტრალურ ელექტრონულ სისტემაში სხვა კოდური რიცხვით შეცვლის საკითხი. ნუთუ ამგვარი ცვლილება შეუძლებელია ასეთი ელექტრონული პროგრესის ჟამს?”.
ელექტრონულ ჩიპიანი პასპორტის ალტერნატიული ვარიანტის შემოღების შესახებ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წარმომადგენლებმა უამრავჯერ გაუგზავნეს მოთხოვნა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის წულუკიანის შეპირების მიუხედავად, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც დიდი ვარაუდით, სწორედ დასავლეთის გავლენიანი ძალების ზეწოლის შედეგია. არადა, ცნობილი ფქტია, რომ ბრიტანეთის მთავრობას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან ბრიტანეთის მოქალაქეს სავალდებულო წესით ელექტრონული პირადობის მოწმობა უნდა აეღო, მაგრამ ამჟამად ეს პროექტი შეჩერებულია. მოლდავეთის მთავრობამ კი მართლმადიდებლური ეკლესიის მოთხოვნით საკუთარ მოქალაქეებს ალტერნატიული პასპორტების აღების უფლება მისცა.
საქართველოს ეკლესიის რაციონალური დამოკიდებულება ელქტრონული ჩიპების შესახებ ამომწურავად არის გამოხატული ახალი მოწმობების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მეუფე იობის (აქიაშვილი) მიმართვის პროექტში ხელისუფლებისადმი. იხილეთ: http://www.bolojamze.ge/komisia.htm
მოსახლეობის ჩიპიზაციის საკითხი რუსეთშიც საკმაოდ მწვავედ დგას, მაგრამ არსებული ინფორმაციით რუსეთის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი საკმაოდ მომზადებულად და ინტენსიურად იბრძვის, რომ ამგვარი ექსპერიმენტი არ განხორციელდეს რუსეთის მოსახლეობის მიმართ და ამ ბოლო დროს რუსული მართლმადიდებლური ცივილიზაციის შენარჩუნებისკენ ორიენტირებული რუსული ხელისუფლება, იმედია, ხალხის ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს საკმაოდ სოლიდური მასალა აღნიშნულ თემის შესახებ: http://pravdu.ru/arhiv/PRIKAZ_O_CHIPIROVANII..htm
შესაძლოა, ზოგიერთს წარმოეშვას მოსაზრება, რომ მოცემულ წერილში მხოლოდ დასავლეთის კრიტიკით ვარ დაკავებული. მათ გასაგონად ვამბობ, რომ ამას არც უარვყოფ. ბოლო 20 წლის მანძილზე მხოლოდ რუსეთის დემონიზების პროპაგანდა მიმდინარეობდა დასავლეთის სრული გათეთრებისა და გაფეტიშების ფონზე. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცალმხრივი ინფორმაციის ტყვეობაში აღმოჩნდა, რაც მოვლენების სწორი აღქმის საშუალებას არ იძლევა. ეს კი დამღუპველი გარემოებაა საქართველოს მომავლისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ ჩვენში რუსეთს სუბიექტურ-ობიექტური მაგინებელი ისედაც ბევრი ჰყავს, ხოლო დასავლეთის ფსევდოდემოკრატია და იდეალები ლამის მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოს ხსნის პანაცეად არის აღიარებული. მე კი ჩემი რწმენა გამაჩნია, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა და ამის შესახებ, დროა ხმამამაღლა და არგუმენტირებულად ითქვას, რადგან სწორედ ამ ქვეცნობიერებამდე დასულ მცდარ წარმოსახვებს ეწირება საქართველოს ინტერესები.
წერილის შემდეგ ნაწილში კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე საუბარი გვექნება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სიტემის წარმოშობის სისხლიან ისტორიასა და მისი საქმიანობის იმ ბერკეტებსა და მეთოდებზე, რომელთა შედეგად საერთაშორისო საბანკო კარტელების ქსელშია მოქცეული კაცობრიობის უდიდესი ნაწილი და ამის გამო სიღატაკისა და სასოწარკვეთის გამოუვალ პირობებში იმყოფება. მათ შორის გამორჩეულად დაკაბალებულნი არიან მესამე სამყაროს ქვეყნები, რომელთა რიგებს საქართველოც მიეკუთვნება.
გაგრძელება იქნება