შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ, ახლა რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ, ახლა რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება

ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე დეზინფორმაციაა, რომელსაც ავრცელებს ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეო, კერძოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელზეც მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებსაც, რომ მათ მიერ განხორციელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს რომ შეიკრიბოს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, მიმართული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს არის უკვე დონორის პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ ენჯეოების დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული ენჯეოები დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში და რადიკალიზმის გაღვივება.

ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ და ჩვენ რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.