საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაღესტანში, დერბენდთან ახლოს დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. ჯერჯერობით სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.