აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ არ იზიარებს ჟურნალისტის აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტდება.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, რაზედაც უიტკოფმა მიუგო: „არ ვიცი, ასე ვიტყოდი, თუ არა“.
ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ახსნა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. ის იმედგაცრუებულია, რადგან არ თვლის, რომ ეს მისი ომია და არ ფიქრობს, რომ ამ ომის გაგრძელებაა საჭირო. მას სურს, რომ მკვლელობები დასრულდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.