შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საბუთები არ აუღიათ, თუმცა დღეს ერთ-ერთი პარტიის წევრს ფროიდისეული წამოცდომა ჰქონდა და თავის თავს არჩეული დეპუტატი უწოდა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საბუთები არ აუღიათ, თუმცა დღეს ერთ-ერთი პარტიის წევრს ფროიდისეული წამოცდომა ჰქონდა და თავის თავს არჩეული დეპუტატი უწოდა

ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი პარტიის წევრს ფროიდისეული წამოცდომა ჰქონდა და თავის თავს არჩეული დეპუტატი უწოდა.

„არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია დაიწყო პირველი სხდომისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

ჩვენ ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვხედავდით ერთ-ერთი პარტიის წევრმა როგორ უწოდა თავის თავს არჩეული დეპუტატი. ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით და ვნახოთ. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შევხედავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ყველაფერი წინ არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.