ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან ერთი, გახარია სცენარს არ მიჰყვება. ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გახარია ამ ოპოზიციისგან თავის დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. უფრო ვფიქრობ, აქ როლები არის გადანაწილებული, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან ისაუბრა, თუ რა პერსპექტივა აქვს რადიკალური ოპოზიციის განაცხადს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შესაძლოა, რადიკალური ოპოზიციის სცენარი წინა წლებში განხორციელებულისგან განსხვავებული იყოს, რადგან გიორგი გახარიას პარტია შეიძლება, შევიდეს პარლამენტში.
„ალბათ, განსხვავებული სცენარი იქნება, რადგან ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან ერთი - გახარია სცენარს არ მიჰყვება. ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გახარია ამ ოპოზიციისგან თავის დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. უფრო ვფიქრობ, აქ როლები არის გადანაწილებული. ალბათ, გახარია იქნება ამ ოთხეულის ის ფრთა, რომელიც შიგნიდან იქნება მართული და შიდა პროცესებისთვის გამოყენებული გარე ძალების მიერ“, - განაცხადა კაკაბაძემ.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.