ბაიდენი ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ბაიდენი ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის იანვარში ხელისუფლების შეუფერხებელ გადაცემას.

ჯო ბაიდენმა მიულოცა დონალდ ტრამპს 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - განუცხადა ბაიდენმა ტრამპს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკა ხისტი საქმეა და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე ლამაზი სამყაროა, მაგრამ დღეს ეს მშვენიერი სამყაროა და მე ამას ძალიან ვაფასებ“.