არჩილ გორდულაძე: „ნაცები“ და  „ახალი ნაცები“  წერენ,  რომ  უარს ამბობენ მანდატებზე,  „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს,  გახარია  მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის

არჩილ გორდულაძე: „ნაცები“ და  „ახალი ნაცები“  წერენ,  რომ  უარს ამბობენ მანდატებზე,  „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს,  გახარია  მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ  ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს,  2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობისწარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მოგვჩვენებია ნამდვილად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით,  უარის თქმა მანდატებზე, ან სიჩუმის შენარჩუნება, არაფერია თუ არა   ოპოზიციური პარტიების  პატრონების კიდევ ერთი  ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ  - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელოდა გახარია.

როდესაც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მანდატებზე უარი თქვან სიები ჩახსნან ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ  საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი არანაირად არ უშვებს შესაძლებლობას, რომ  ნაცმოძრაობისწევრებმა საბოტაჟის გზით არ მისცენ საშუალება საქართველოს პარლამენტს, რომ შედგეს და საქმიანობას შეუდგეს ეს ყველაფერი გამორიცხულია და საინტერესო მომენტია, რომკოლექტიურ ნაცმოძრაობაში  შემავალი 4 პარტიიდან გაიყო მათი პოზიციები, „ნაცებიდა  ახალი ნაცები  წერენ, თითქოს თავის ხელრთვას ურთავენ ფურცლებს , რომ  უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო დანარჩენი ამ კლასტერში  შემავალი ორი პარტია იქნებალელოთუ  გახარიას პარტია,  ლელოსაერთოდ არაფერს არ საუბრობს,  გახარია პირიქით მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის.  ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა,  მათი პატრონების კიდევ ერთი  ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ  - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელოდა გახარია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოსდით, არ გამოსდით მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ისევ და ისევ,  26 ოქტომბერს  ქართველმა ხალხმა კარგად გააკეთა არჩევანი  კოლექტიურ ნაცმოძრაობასადა რეალურად ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ ძალას - „ქართულ ოცნებასშორის. რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ 1 120 000-ზე მეტ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლას. რაც შეეხება ამ პარტიებს, რომლებიც ისევ და ისევ საგონებელში არიან ჩავარდნილები, არ მგონია ფლომასტერს გასცდნენ. „ტოპ ტვინებითუ მივიდნენ ფლომასტერამდე, გაჟონილ მელნამდე, საინტერესოა, საბოლოო ჯამში რა იდეა დაებადება მათ ტვინებს“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.