მას შემდეგ, რაც ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს, იქიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ პირველი სხდომა დანიშნოს და შესაბამისად პარლამენტი შეიკრიბება, თუ არ დანიშნავს მე-10 დღეს პარლამენტი შეიკრიბება და შედგება პირველი სხდომა. შესაბამისად მე-11 მოწვევის პარლამენტი შეუდგება საქმიანობას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
„ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც ჩემს მიერ ნათქვამის საწინააღმდეგოდ იქნება წარმოთქმული, არის აბსოლუტური ტყუილი და აბსოლუტური დეზინფორმაცია. ვერ იქნება კონსტიტუციურად ლეგიტიმური და დადგენილი, რომ ერთი ადამიანის ნებაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში შედგება თუ არა პარლამენტი და შედება თუ არა მთავრობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.