არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2020 წელსაც იმავეს ამბობდნენ. კარგად გვახსოვს, გვარამია როგორ აფიქსირებინებდა ე.წ. დაფაზე ხელმოწერებს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ნიკა მელია ამბობდა, რომ პარლამენტში თუ შევიდოდა, პუფი იქნებოდა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2020 წელსაც იმავეს ამბობდნენ. კარგად გვახსოვს, გვარამია როგორ აფიქსირებინებდა ე.წ. დაფაზე ხელმოწერებს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ნიკა მელია ამბობდა, რომ პარლამენტში თუ შევიდოდა, პუფი იქნებოდა

უკვე კინოც კი აღარ არის, სერიალშია გადაზრდილი. 2020 წელსაც ზუსტად იმავეს ამბობდნენ. კარგად გვახსოვს, გვარამია როგორ აფიქსირებინებდა ე.წ. დაფაზე ხელმოწერებს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ნიკა მელია ამბობდა, რომ პარლამენტში თუ შევიდოდა, პუფი იქნებოდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

„ორი ვარიანტია სულ, ან „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერა-კითხვა არ იციან, სამართლის ნორმების გაგება არ შეუძლიათ, ან მეორე ვარიანტია, რომ ჩვეულებრივი მატყუარები, მავნებლები არიან და ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ ცრუ ნარატივი. ეს ყველაფერი ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს?! უკვე კინოც კი აღარ არის, სერიალშია გადაზრდილი. 2020 წელსაც ზუსტად იმავეს ამბობდნენ. კარგად გვახსოვს, გვარამია როგორ აფიქსირებინებდა ე.წ. დაფაზე ხელმოწერებს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ნიკა მელია ამბობდა, რომ პარლამენტში თუ შევიდოდა, პუფი იქნებოდა და შემდეგ უკვე პუფებად წარმოგვიდგნენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.