ოპოზიციას ერთგვარი ჰობი აქვს, რომ ამომრჩეველს თავი აარჩევინოს და მერე თქვას, რომ პარლამენტში აღარ შედის, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
„უახლოეს დღეებში იქნება პირველი სხდომა, მოვიდნენ განცხადებებით, თუ ამდენიც არ იციან და ვინც განცხადებას ვერ დაწერს, დავეხმარებით და დავაწერინებთ. დაწერონ და კანცელარიაში ჩააბარონ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.