არჩილ გორდულაძე: კატეგორიულად მიუღებელია, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვინმემ მოითხოვოს რომელიმე კანონის გაუქმება. სწორედ ამ ორი კანონის მიღების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მივიღეთ 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მიუღებელია, სუვერენულ ქვეყანაში ვინმემ რაიმე კანონის გაუქმება მოითხოვოს. იგი ამგვარად ეხმაურება ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმების მოთხოვნას.

„საინტერესო შემთხვევა გვაქვს, ბატონების დავალებებს ფეხი აუწყვეს შიდა აგენტურამ. კატეგორიულად მიუღებელია, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვინმემ მოითხოვოს რომელიმე კანონის გაუქმება და აპრიორი გაუქმება ყველანაირი წინაპირობის, ყველანაირი არგუმენტის გარეშე. თითის ქნევა ქართველი ხალხისთვის და ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორის, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ ორი კანონის მიღების შემდეგ, რომლებიც ეხება გამჭვირვალობას და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა მივიღეთ 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის, ქართული საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.