ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან პირისპირ ომში? მათ კითხვებზე პასუხები გასაცემი აქვთ და დადგება ის მომენტი, როდესაც ისინი ამ კითხვებზე პასუხებს გასცემენ

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან პირისპირ ომში? მათ კითხვებზე პასუხები გასაცემი აქვთ და დადგება ის მომენტი, როდესაც ისინი ამ კითხვებზე პასუხებს გასცემენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს ჩადენილ ქმედებებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა.

„როგორ აღმოგვაჩინეს მათ რუსეთთან პირისპირ ომში? როგორ მიხდა ის, რომ დაუდგინეს და აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები, რომელიც გაუქმებული იყო და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი? და შეგახსენებთ, რომ ბორდერიზაცია სამწუხაროდ, მიშა სააკაშვილის დადგენილი ამ საზღვრების მიხედვით მიმდინარეობს. როგორ მოხდა ის, რომ კოდორის ხეობას შეუცვალეს სტატუსი და დაარქვეს „ზემო აფხაზეთი“, რომ უმტკივნეულოდ გადაებარებინათ ოკუპანტისთვის?

როგორ მოხდა ისე, რომ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება? როგორ მოხდა ისე, რომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ თითქოს, საქართველომ შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი რუსეთს იმისათვის, რომ შემოსულიყო და განეხორციელებინა აგრესია?

მათ ამ კითხვებზე პასუხები გასაცემი რა თქმა უნდა, აქვთ. დადგება ის მომენტი, როდესაც ისინი ამ კითხვებზე პასუხებს გასცემენ და მოვისმენთ ყველანი ერთად საჯარო სასამართლოზე, თუ როგორი იქნება ეს პასუხი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კონკრეტული პარტიების აკრძალვის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში რჩება. პრემიერი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს ბერკეტი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც აქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმითვე, არჩევნების შედეგებმა ოპონენტებს განაჩენი ისედაც გამოუტანა.