ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით

ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით

ინგრედიენტები

ზეითუნის ზეთი

250   გრამი თხლად დაჭრილი ყაბაყი

370   გრამი დაჭრილი ბადრიჯანი

1 1/3  ჭიქა პომიდვრის საწებელი

1   ჭიქა გახეხილი მოცარელა

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. ბადრიჯანი და ყაბაყი მრგვალ თხელ ნაჭრებად დაჭერით. წვით თითეულ მხარეს 2-2 წუთით დარბილებამდე და ოდნავ გადაბრაწვამდე. გადაიტანეთ თეფშზე. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ ბადრიჯნის, ყაბაყის, საწებლის და ყველის მესამედი ნაწილი. გაიმეორეთ მსგავსად შემდეგი 2 ფენა.

აცხვეთ 5 წუთით ყველის დადნობამდე და მსუბუქად გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით.