არგუმენტი როდესაც არ გაქვს, არ გაქვს არც პროკურორთან, არც სასამართლოში და არც ცესკოში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
„როდესაც რაღაცას მტკიცებით ფორმაში აცხადებ, მისი მტკიცებულებებიც სათანადოდ უნდა გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.