(„ბლუმბერგი“) − ევროპა დამოუკიდებლად ვერ დააფინანსებს უკრაინის ომს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის მომავალი პრეზიდენტობის დროს, უკრაინას მხარდაჭერას შეუწყვეტს, − განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარასკევს.
ორბანმა თქვა, რომ ბოლო მოვლენებმა გაამართლა კიევში, მოსკოვსა და პეკინში მისი საკამათო დიპლომატიური მისიის დასკვნები და აჩვენა, რომ უკრაინა ომს აგებს.
„ამერიკელები ამ ომიდან გასვლას აპირებენ“, − თქვა ორბანმა, რომელმაც პარასკევს ევროკავშირის სამიტს უმასპინძლა ბუდაპეშტში, − „ევროპა თავისით ვერ დააფინანსებს ამ ომს“.
წყარო: Europe Can’t Fund ‘Lost’ War in Ukraine Without US, Orban Says – BNN Bloomberg