ინგრედიენტები
1 ცალი მწვანე ბულგარული
1 ცალი წითელი ბულგარული
70 გრამი ბროკოლი
70 გრამი კომბოსტო
300 გრამი პასტა
200 გრამი პომიდვრის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1/2 ჩ/კ ორეგანო
1/2 ჩ/კ როზმარინი
1/2 ჩ/კ ბაზილიკი
გემოვნებით მწვანილი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი
მომზადება
მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში.
პომიდვრის წვენში ჩაყარეთ ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
სასურველ ზომებად დაჭერით კარგად გარეცხილი ბოსტნეული.
გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ პასტა. მოაყარეთ ბოსტნეული და მოასხით სოუსი.
მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 30 წთ
თეფშზე მოაყარეთ გემოვნებით მწვანილი.