„გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ოსიმენის გამოსყიდვა სურს

„გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ოსიმენის გამოსყიდვა სურს

„გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა სურს.

Sözcü-ს ცნობით, თურქული კლუბი მზადაა დახარჯოს მაქსიმუმ 50 მილიონი ევრო 25 წლის ფორვარდის გამოსასყიდად, თუ კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდებიან, თურქული კლუბი ოსიმენთან ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

ამ სეზონში ყველა შეჯიბრში ოსიმენმა მონაწილეობა მიიღო შვიდ მატჩში, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრქატი იტალიურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ნიგერიელი „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს.