თორნიკე შენგელიას 8 ქულა და

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ვირტუსის" მორიგი მარცხი ევროლიგაში

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის მე-12 ტურში სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ მორიგი მარცხი განიცადა.

ფრანგებმა მეორე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა, რაც გარდამტეხი გამოდგა და იტალიურმა კლუბმა მეორე ტაიმში სიტუაცია ვერ შეცვალა. საბოლოოდ, „ვირტუსი“ 78:81 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ ევროლიგაში 2 მოგებით და 10 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 დეკემბერს, ბერლინის „ალბას“ უმასპინძლებს, რომელიც იგივე ბალანსით ბოლო ადგილზეა.