მედია: „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება

მედია: „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება

Warner Bros.-ი „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. ინფორმაციას Deadline-ი და The Hollywood Reporter-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გამოცემების ინფორმაციით, პროექტი ჯერ ადრეულ ფაზაშია, სტუდიას არც სცენარისტი და არც რეჟისორი არ შეურჩევია. უცნობია რაზე იქნება ფილმი და რა ადგილს დაიკავებს ის ჯორჯ მარტინის წიგნებზე დაფუძნებულ არსებულ პროექტებში.

„სამეფო კარის თამაშები“ ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. სერიალი ჯორჯ მარტინის საგას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

2022-ს წელს HBO-ზე შოუს პირველი სპინოფი „დრაკონის სახლის“ პირველი სეზონი გავიდა. 2025 წელს კი მაყურებელი კიდევ ერთ სპინოფს, „შვიდი სამეფოს რაინდის“ ნახავს.