ლეგენდარულ მსახიობს, სოფი ლორენს, ჰყავს შვილიშვილი: ლუსია-სოფია პონტი, რომელიც მას ძალიან ჰგავს. ლუსიას მალე საჯარო დებიუტი ექნება, რომელიც ვინტაჟითაა შთაგონებული და 30 ნოემბერს პარიზში გამართულ Debutante Ball-ზე შედგება. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ფულს ახალგაზრდა ქალების დასახმარებლად შექმნილი ფონდისთვის შეაგროვებენ. ლუსია აპირებს, რომ დებიუტისთვის ბებიის მიცემული ყველა რჩევა გაითვალისწინოს.
"ბებიაჩემს ყოველთვის სჯეროდა მარადიული ელეგანტურობის. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ადამიანს ეცვას ის, რაც მის ნამდვილ პიროვნებას ასახავს. მან მასწავლა სიმარტივის ფასი. მასწავლა, ტანისამოსს ინდივიდუალური დეტალები უნიკალურობის ელფერს მატებს. მისი გარდერობი სავსეა ნაჭრებით, რომლებიც ამბავს ჰყვება და მე მის რჩევებს ყოველთვის თან დავატარებ" — განაცხადა ლუსიამ
ინტერვიუს დროს ლუსიამ რამდენიმე კაბა მოირგო თავისი გარდერობიდან. მან არჩევანი 2018 წლის არმანის შემოდგომის კოლექციის კაბებზე შეაჩერა. ალბათ უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს, რადგან ყველამ ვიცით რამდენად ახლოსაა ჯორჯო არმანი სოფი ლორენთან.
"ისეთი კაბების მიმართ მაქვს მიდრეკილება, რომლებიც თავდაჯერებულობას მმატებენ. ამასთანავე, კაბა აუცილებელია, კომფორტულიც იყოს" — ასე ახსნა არჩევანი ლუსიამ.