ჯონ კორნბლამი: მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსის მაგალითი ვერ იქნება

ჯონ კორნბლამი: მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსის მაგალითი ვერ იქნება

The Tufts Daily“- იმ უნივერსიტეტის გაზეთი, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილილექციებს კითხულობს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის და ელჩის ჯონ კორნბლამის წერილსაქვეყნებს.

წერილში ყოფილი დიპლომატი წერს, რომ სააკაშვილის ლექციების დანიშვნა უნივერსიტეტისთვის ზიანის მომტანია და ის ვერ იქნება წარმატებული პოლიტიკოსის და ბიზნესადმინისტრატორის მაგალთი.

მისი განცხადებით, „ფლეტჩერის“ ინსტიტუტის განცხადებაში, რომელიც  სტუდენტებს სააკაშვილის ლექციების დანიშვნის შესახებ აუწყებდა, 2012 წლის  საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაზეარაფერი ეწერა.

კორნბლამი  ყველას ურჩევს, შეისწავლონ საქართველოს უახლოესი ისტორია - თუ როგორ ეპყრობოდა სააკაშვილის რეჟიმი პატიმრებს, როგორ დაშალა 2011 წლის საპროტესტო აქციები, როგორ გამდიდრდნენ მისი მთავრობის წევრები და ა.შ.

მისივე თქმით, სტუდენტებს ამ სამწუხარო ფაქტისგან სარგებლის მიღება მაინც შეუძლიათ. დიპლომატისგანცხადებით, სტუდენტებთან აღიარების შემთხვევაში სააკაშვილი იმის ჩვენებას მაინც შეძლებს, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გამარჯვება მოიპოვოს ისეთ პოსტსაბჭოთა დიქტატორებზე, როგორიც თავად იყო.

„სამწუხაროა, თქვენს გაზეთში იმის წაკითხვა, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც ფლეტჩერის სკოლის „უმაღლესმა სახელმწიფო მოღვაწემ” აღნიშნა. ეს ფაქტი ფლეტჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანიცაა ფლეტჩერის მოსწავლეებისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. სააკაშვილს არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნესის სფეროს ლიდერებისათვის.

მე, ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვმსახურობდი საგარეო პოლიტიკის მრჩევლად სააკაშვილის ოპონენტთან პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, რაც უბრალოდ არ არის აღნიშნული ფლეტჩერის განცხადებაში. ამგვარი დაუდევრობის მიზეზი, სავარაუდოდ, ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება “ქართული ოცნების” პარტიას გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, გამოეყენებინა მთავრობის ყველა ბერკეტი, რათა დაებლოკა ოპონენტ ბიძინა ივანიშვილის კამპანია. ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მივიდა, რათა დაესრულებინა სამოქალაქო უფლებების სისტემატურად დარღვევა, მთავრობის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა და ეკონომიკური ნგრევა, რაც სააკაშვილის მმართველობას ახასიათებდა.

მე ვიყავი მომსწრე 2012 წლის არჩევნების საბოლოო დრამატული კვირისა და შემიძლია, პირადად დავადასტურო ის უმოწყალო ზეწოლა თავისუფლებაზე და ძალადობა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ მოქალაქეებზე, რომელიც მე დავაფიქსირე. ის ფაქტი,  რომ საქართველოს მოსახლეობის 60%-მა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა, არ იყო მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობა და სიმამაცე, არამედ ასევე გახლდათ დასავლური მთავრობების მხარდაჭერა, რომლებმაც ნათელი გახადა სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ მისცემდნენ იმის ნებას, რომ არჩევნები მოეპარა.

ფლეტჩერის ახალი დეკანი იმ უფროსი თაობის სამხედრო ამერიკელ ჩინოვნიკთა ჯგუფიდანაა,  რომელიც სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა, მხარს უჭერდა  მისი ნატო-ს მხარდამჭერი მიდგომის გამო. დარწმუნებული ვარ, დეკანს მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დაცვა, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს ფაქტები. მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტების და პროფესორების დახმარებით შესაძლებელია, დადებითი შედეგის მიღება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას.

წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, მის 2011 წლის მაისში მომიტინგეების დაუნდობელ დარბევას და კორუფციასა და პირად გამდიდრებას, რამაც მისი მთელი რეჟიმის ინფიცირება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, აიძულეთ იგი თქვას სიმართლე. ამგვარი ქმედებით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი ექსცენტრიული განცხადება იქცეს იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გაიმარჯვოს რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონებში ისეთ პოსტსაბჭოთ ადიქტატორებზე, როგორიცაა სააკაშვილი”- ნათქვამია ჯონ კორნბლამის წერილში.