ბრანისლავ ონდრუში: ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებს

ბრანისლავ ონდრუში: ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებს

ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებსა და უარყოფით ეფექტებს, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს. რაც ყველაზე მთავარია, ევროპული ინსტიტუტებიდან წამოსული კრიტიკა არ ითვალისწინებს საქართველოში უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საბაზისო პირობებსა და საჭიროებებს. ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებსა და უარყოფით ეფექტებს.

უფრო მეტიც, ისინი სრულად აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ევროკავშირმა მის დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. ევროკავშირმა არანაირი რეალური სანქციები არ დააწესა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებიც კი არ გაწყვიტა, პირიქით, მან მოსკოვთან ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობა განავითარა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. შესაბამისად, საქართველოს რუსეთთან დაახლოებაში დადანაშაულება აბსურდია!“ - აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.